თბილისში, აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

Primetime.ge 12 საათი წინ 8
თბილისში, აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა
გვიან ღამით ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება მოხდა.როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი ირაკლი კორძახია აცხადებს, ერთ-ერთი დაშავებულის, 25 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.„კლინიკაში ამჟამად 25 წლის მამაკაცი რჩება, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა, აღენიშნება ღია ქალატვინისა და გულ-მკერდის დაზიანება. პაციენტი არის უგონო მდგომარეობაში, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არის აპარატულ სუნთქვაზე.ჩვენთან კლინიკაში ასევე კიდევ 2 პაციენტი იყო გადმოყვანილი, აქედან ერთი არის პედიატრიული ასაკის – 12 წლის. მოზარდი გარკვეული რეკომენდაციებით ბინაზე ეწერება. ერთმა პაციენტმა ღამის საათებში დატოვა კლინიკა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა“,- აღნიშნავს კლინიკის ექიმი.არსებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, კორპუსში დევნილები ცხოვრობენ.კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამ დროისთვის დროებით საცხოვრებელში გადაჰყავთ.
სრულად წაიკითხეთ სტატია