თბილისში ყაზახეთის 27
წლის მოქალაქე, ჩინგიზ
მუსადილიოვი —
პროფესიონალი მოკრივე
სერიკ მუსადილიოვის ძმა —
გარდაცვლილი იპოვეს.ბოლოს
იგი 4 აგვისტოს ღამით,
ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ
ღამის კლუბთან შენიშნეს,
რის შემდეგაც მასთან
კავშირი შეწყდა. ოჯახის
წევრებმა პოლიციას
მიმართეს.6 აგვისტოს მედიამ
გაავრცელა ინფორმაცია
მუსადილიოვის
გარდაცვალების შესახებ,
რაც საქართველოში
ყაზახეთის საელჩომაც
დაადასტურა.წინასწარი
ინფორმაციით, მუსადილიოვი
თბილისში, ჯავახიშვილის
ქუჩაზე, სიმაღლიდან
გადმოვარდნის შედეგად
დაიღუპა.გარდაცვლილის ძმა,
სერიკ მუსადილიოვი,
ყაზახეთის ერთ-ერთი
ყველაზე პერსპექტიული
მძიმეწონოსანია
პროფესიონალ კრივში.
მეტსახელად „პანდა“, მას
ათზე მეტი პროფესიონალური
ბრძოლა აქვს ჩატარებული,
რომელთა უმეტესობაც
ნოკაუტით
დაასრულა.სერიკმა Instagram-ის
სტორიში დაწერა: „დაე, შენი
სული სამოთხეში მოიქცეს,
ძმაო.“