დედაქალაქის მერიის
გადაწყვეტილებით, 20 და 21
აპრილს, 08:00 საათიდან 20:00
საათამდე თბილისის
სასაფლაოების
მიმართულებით, უფასო
ავტობუსები
იმოძრავებენ.კერძოდ,
დედაქალაქის მერიის
ინფორმაციით, დაწესდება
ავტობუსის ცხრა დროებითი
მარშრუტი.„ავტობუსები
მგზავრებს 08:00-დან 20:00
საათამდე მუხათგვერდის,
ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი
კუკიის, მახათას,
საბურთალოს, ღრმაღელის,
ველისა და ვარკეთილის
სასაფლაოების
მიმართულებით
გადაიყვანენ.მუნიციპალური
ტრანსპორტი იმოძრავებს
მეტროსადგურების –
„მარჯანიშვილი“
(აღმაშენებლის გამზ. N83),
„დელისი“, „სარაჯიშვილი“,
„ვარკეთილის“ (ჯავახეთის
ქუჩა) მიმდებარე
ტერიტორიიდან, ასევე,
„დიდუბის“ ზედა
გასასვლელიდან; სადგურის
მოედნიდან („თბილისი
ცენტრალის“ პირდაპირ);
ბესარიონ ჭიჭინაძის
ქუჩიდან (კორპუსი N25-ის
პირდაპირ) და ვარკეთილის III
მასივიდან – შუამთისა და
აბაშვილის ქუჩების
გადაკვეთიდან.აღნიშნული
ავტობუსებით მოქალაქეები
ორი დღის განმავლობაში
უფასოდ ისარგებლებენ“,-
აღნიშნულია თბილისის
მერიის ინფორმაციაში.