თბილისის საკრებულოს
თავმჯდომარის
მოადგილეებმა, გიორგი
ახვლედიანმა და თინათინ
ნიბლოშვილმა, საკრებულოს
წევრებთან ერთად, 1921 წელს
რუსეთის წითელი არმიის
წინააღმდეგ
კოჯორ-ტაბახმელასთან
ბრძოლაში დაღუპული
გმირების ხსოვნას პატივი
მიაგეს და იუნკერთა
მემორიალი გვირგვინით
შეამკეს.როგორც
საკრებულოს წევრებმა
განაცხადეს, დღეს
საქართველოს ისტორიაში
ერთ-ერთი უმძიმესი დღეა,
როდესაც
დამოუკიდებლობისთვის
მებრძოლი იუნკერები
ბრძოლის ველზე გმირულად
დაეცნენ. მათივე თქმით,
იუნკერებს, რომლებმაც
ქვეყნის
დამოუკიდებლობისთვის
თავიანთი სიცოცხლე
უპირობოდ გასწირეს,
ქართველი ხალხი არასდროს
დაივიწყებს.1921 წლის
თებერვალში რუსეთის წითელ
არმიასთან უთანასწორო
ბრძოლას იუნკერთა დიდი
ნაწილი ემსხვერპლა.
ბრძოლების ძირითადი
ნაწილი კოჯრისა და
ტაბახმელას მიდამოებში
გაიმართა. 1921 წლის 25
თებერვალს საბჭოთა
რუსეთის მე-11 წითელმა
არმიამ თბილისი დაიკავა და
საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ოკუპაცია
მოახდინა.საქართველოს
პარლამენტის 2010 წლის 21
ივლისის დადგენილების
თანახმად, ყოველი წლის 25
თებერვალი საბჭოთა
ოკუპაციის დღედაა
გამოცხადებული და
საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე სახელმწიფო
დროშები ეშვება.