2 ოქრო და 1 ვერცხლი - ამ
შედეგით დაბრუნდნენ
ქართველი სპორტსმენები
ასტანაში გამართული
გრეპლინგის მსოფლიო
ჩემპიონატიდან. თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში
მათ გულშემატკივრები და
მედიის წარმომადგენლები
დახვდნენ.ყაზახეთის
დედაქალაქში ჩატარებულ
პლანეტის პირველობაზე
ჩვენი ქვეყანა 6
სპორტსმენით გამოდიოდა,
სამმა მათგანმა კი მედალი
მოიპოვა. ოქროს 66
კილოგრამში გიორგი
რაზმაძე, ხოლო 100 კილოგრამში
ალექსანდრე თევზაძე
დაეუფლნენ,
ვიცე-ჩემპიონობა კი 92
კილოგრამში ამირან
სვიმონიშვილმა მოიპოვა.