თბილისის საბავშვო
ბაგა-ბაღების სააგენტოს
განცხადებას
ავრცელებს: „საზოგადოების
მაღალი ინტერესის
გათვალისწინებით, გვინდა,
გაცნობოთ, რომ რძე და რძის
პროდუქტები, რომელიც
მიეწოდება თბილისის
საბავშვო ბაგა-ბაღებს,
სრულად შეესაბამება
სახელმწიფოს მიერ
დადგენილ ყველა
სტანდარტს.თბილისის
საბავშვო ბაგა-ბაღებში,
პროდუქტის მიწოდებიდან
მომზადების ჩათვლით,
კვების პროცესის სრული
კონტროლი სისტემატურად
ხორციელდება.თბილისის
საბავშვო ბაგა-ბაღების
მართვის სააგენტო
ხელმძღვანელობს იმ
ტექნიკური
დადგენილებებითა და
რეგულაციებით, რაც
სახელმწიფო სტანდარტებით
არის განსაზღვრული.
ბაღებში 60-მდე სახეობის
საკვები პროდუქტი შედის და
ყველა ტექნიკური მოთხოვნა,
რაც ვრცელდება საბავშვო
ბაღებზე, თითოეული
დაწესებულების მიერ არის
ზედმიწევნით დაცული“, -
აღნიშნულია განცხადებაში.