თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 27 მარტს ელექტრომომარაგება?

News.ge 1 თვე წინ 21
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 27 მარტს ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების II ქუჩის, კაკლიანის, გახოკიძის, დამპალოს, ბერიაშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლობჟანიძის და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხონის, სალხინოს, სენაკის, თეკლეთის, აბაშის, ტაშირის, ლანჩხუთის, ლაილაშის, გივიშვილის, ჭალადიდის, ლებარდოს, ქვალონის, ცაიშის და ასხინის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასაწავლო მეურნეობის და ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, ანჯაფარიძის, ფხაკაძის, დანელიას, უნივერსიტეტის და საშკა იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად წაიკითხეთ სტატია