21 ივლისს საქართველოს
ბანკის მხარდაჭერით,
თბილისში, მინი ფეხბურთის
სასკოლო ლიგის ფინალი
გაიმართა, რომელშიც
ერთმანეთს თბილისის №112 და
თბილისის №180 საჯარო
სკოლები შეხვდნენ.სკოლის
მოსწავლეებმა დაძაბული
შეხვედრა ანგარიშით 4:4
დაასრულეს, პენალტების
სერიის შედეგად კი, მინი
ფეხბურთის სასკოლო ლიგის
გამარჯვებული თბილისის №180
საჯარო სკოლა
გახდა.ინფორმაციისთვის,
წელს სასკოლო ლიგაში
მონაწილეობა 114 საჯარო
სკოლის 2 000-ზე მეტმა
მოსწავლემ მიიღო. შეჯიბრი
მთელი სასწავლო წლის
განმავლობაში —
შემოდგომიდან ზაფხულამდე
მიმდინარეობდა.ერთად
ვუგულშემატკივროთ მომავალ
სპორტსმენებს და არ
დაგვავიწყდეს რომ
საქართველოს ბანკი
სასკოლო ლიგის მთავარი
სპონსორია.საქართველოს
ბანკი ახალგაზრდებში
სპორტისა და ჯანსაღი
ცხოვრების წესის
მხარდაჭერის მიზნით,
ქვეყანაში მასშტაბური
სპორტული ღონისძიების -
სასკოლო ლიგის მთავარი
სპონსორია.სასკოლო ლიგის
ფარგლებში, საქართველოს
სხვადასხვა რეგიონში,
სპორტის 15 -მდე სახეობაში
სკოლებს შორის
შეჯიბრებები იმართება -
მინი ფეხბურთში,
კალათბურთში, თაგ რაგბიში
(ე.წ. უკონტაქტო რაგბი),
ჭადრაკში, მაგიდის
ჩოგბურთში, ფარიკაობაში,
მშვილდოსნობაში,
ველოსპორტში, ტექბოლში,
ცურვაში, ხელბურთში და სხვა
- რაც შესაძლებლობას აძლევს
მოსწავლეებს, გამოავლინონ
საკუთარი პოტენციალი,
აღმოაჩინონ ახალი უნარები
და მიაღწიონ წარმატებას
სპორტში.სასკოლო ლიგის
პროექტში ყოველწლიურად 20
000-მდე მოსწავლე
მონაწილეობს.