თბილისის მთავარ სამმართველოში ოპოზიციური პარტიების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების საკუთარ წარმომადგენლებად დანიშვნის ფაქტებზე არჩილ გორდულაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

Primetime.ge 5 თვის წინ 54
თბილისის მთავარ სამმართველოში ოპოზიციური პარტიების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების საკუთარ წარმომადგენლებად დანიშვნის ფაქტებზე არჩილ გორდულაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისის მთავარ სამმართველოში ოპოზიციური პარტიების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების საკუთარ წარმომადგენლებად დანიშვნის ფაქტებზე არჩილ გორდულაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ ხმები მოჰპარა.„ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს ხმის მიცემა. გვექნება საუბარი ზესტაფონის შემთხვევაზე. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ გაყოლილები გადასატან ყუთს და გამომდინარე იქიდან, შეამჩნიეს, რომ „ქართული ოცნებას“ აძლევდნენ ხმას, მათ არ მოაწერინეს ხელი შესაბამის უწყისზე, რაც საბოლოო ჯამში გახდა ხმების ბათილობის საფუძველი.ჩვენ გვდებდნენ ბრალს, თითქოს პირადობებს ვართმევდით ქართველ ხალხს და ვიყენებდით პარტიული მიზნებისთვის, აღმოჩნდა საპირისპირო. მათ ჩვენი მხარდამჭერების პერსონალური მონაცემები, მათ შორის პირადობის მოწმობაში ასახული ინფორმაცია კანონის სრული დარღვევით გამოიყენეს. ადამიანების თანხმობის გარეშე დაარეგისტრირეს ჩვენი მომხრეები სხვადასხვა საუბნო კომისიაში, რიტაც ამ ადამიანებს აღარ შეეძლოთ, ხმა მიეცათ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულები არიან.ხმების ქურდი, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელის წარმომადგენლები აბრალებდნენ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო მანიპულაციებს. რეალურად მათ მოპარეს ხმები ჩვენს ამომრჩევლებს, დაარღვიეს უხეშად კანონი“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია