დედაქალაქის მერის, კახა
კალაძის განცხადებით,
თბილისის მეტროს
ვაგონების განახლების
პროექტის ფარგლებში, 15
ნოემბერს გამოცხადდა
ტენდერი 97 ერთეული
თანამედროვე,
საერთაშორისო
სტანდარტების ვაგონის
შესყიდვაზე.როგორც მან
თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობის სხდომაზე
აღნიშნა, ტენდერი 2025 წლის 15
იანვარს
გაიხსნება. „მეტროს
ვაგონების განახლების
პროექტი
მუნიციპალიტეტისთვის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
პროექტია. 2017 წლიდან ყველა
არსებული ვაგონის
რეაბილიტაცია
განხორციელდა მათი
საექსპლუატაციო ვადის
გახანგრძლივების მიზნით,
თუმცა ზოგიერთი ვაგონის
ვადა 2026 წლიდან ეტაპობრივად
ამოიწურება და ამისთვის
აუცილებელი იყო,
მომხდარიყო სრულიად ახალი,
თანამედროვე ვაგონებით
მათი ჩანაცვლება. ამისთვის
მომზადდა შესაბამისი
ტექნიკური დავალება და
სატენდერო დოკუმენტაცია,
ჩატარდა ბაზრის კვლევები
და საერთაშორისო
საფინანსო ორგანიზაციიდან
მოზიდული იქნა შესაბამისი
დაფინანსება.მოხარული ვარ,
გაცნობოთ, რომ ყველა
მოსამზადებელი
სამუშაოების დასრულების
შემდეგ, 15 ნოემბერს
გამოცხადდა ტენდერი 97
ერთეულ თანამედროვე,
საერთაშორისო
სტანდარტების ვაგონის
შესყიდვაზე. ტენდერი 2025
წლის 15 იანვარს გაიხსნება.
დაინტერესებული
კომპანიებისათვის
სათანადო ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს ვებგვერდზე.
ასევე ინფორმაციის
დასაზუსტებლად
დაინტერესებულ პირებს
შეუძლიათ მიმართონ
თბილისის სატრანსპორტო
კომპანიას“, - აღნიშნა კახა
კალაძემ.მისი თქმით,
ვაგონების პირველი
პარტიის მიღება
დაგეგმილია 2026 წლის
ბოლოდან.„პროექტის
ხანგრძლივობა შეადგენს 7
წელს, რომლის ფარგლებშიც, 2030
წლის ჩათვლით ეტაპობრივად
მოწოდებული იქნება
თანამედროვე სტანდარტებით
დამზადებული 22 მატარებელი
(13 ერთეული 4-ვაგონიანი და 9
ერთეული 5-ვაგონიანი).
ვაგონების პირველი
პარტიის მიღება დაგეგმილი
გვაქვს 2026 წლის ბოლოდან.
ცენტრალურ
ხელისუფლებასთან ერთად,
აღნიშნული პროექტის
თანადაფინანსებას
ახორციელებს აზიის
ინფრასტრუქტურის
საინვესტიციო ბანკი (AIIB)
შესყიდვის ბიუჯეტი
შეადგენს დაახლოებით 200 მლნ
ევროს. ეს მეტროს ვაგონების
განახლების პირველი
ეტაპია.მეტროში
მგზავრთნაკადის
მნიშვნელოვანი ზრდის
გათვალისწინებით ჯამში
გვესაჭიროება მინიმუმ 212
ვაგონი. შესაბამისად, ეს
პროექტი გაგრძელდება
ძველი ვაგონების სრულ
ჩანაცვლებამდე და უახლოეს
წლებში დამატებით
შესყიდული იქნება კიდევ 115
ვაგონი“, - განაცხადა
თბილისის მერმა.მისივე
თქმით, ახალი მატარებლები
იქნება ე.წ. „გამჭოლი“
ვაგონებით;
„ახმეტელი-ვარკეთილის“
ხაზს, დღეს არსებული
4-ვაგონიანი მატარებლის
ნაცვლად, მოემსახურება
5-ვაგონიანი მატარებლები,
რითაც გაიზრდება მგზავრთა
გადაყვანის მოცულობა და
გაუმჯობესდება მგზავრთა
მომსახურების ხარისხი.