მერიამ დააფინანსა
ჯანდაცვის 3,842,017 შემთხვევა;
64,000-ზე მეტი ოჯახი იღებს
კომუნალურ სუბსიდიას; 1,375
სოციალურად დაუცველი 18
წლამდე შშმ პირი იღებს
800-ლარიან დახმარებას;
10,000-მდე სოციალურად დაუცველ
ბავშვს და მოზარდს
უფინანსდება სწავლა
ახალგაზრდობის სახლებსა
და ეროვნულ სასახლეში,
ხელოვნებისა და სპორტულ
სკოლებში და საცურაო
აუზებზე, - ამის შესახებ
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარემ,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ, „ქართული
ოცნების“ საარჩევნო
კამპანიის გახსნის
ღონისძიებაზე სიტყვით
გამოსვლისას განაცხადა,
სადაც თბილისის მერობის
კანდიდატს წარადგენს.მისი
განცხადებით, კულტურის,
განათლების, სპორტისა და
ახალგაზრდებზე ზრუნვის
მიმართულებით,
განხორციელდა 5 ათასზე მეტი
პროექტი და ინიციატივა;
სწავლა დაუფინანსდა 19,000-ზე
მეტ სოციალურად დაუცველ,
4,000-მდე მრავალშვილიანი
ოჯახის წევრ და შშმ
სტუდენტს.„დღეს ჩვენი
დედაქალაქი არის ბევრად
უფრო ლამაზი, ბევრად უფრო
მწვანე, ბევრად უფრო
განვითარებული და ბევრად
უფრო სიცოცხლით სავსე,
ვიდრე ის იყო 8 წლის წინ.
გასული 8 წლის
განმავლობაში,
თბილისისთვის და
თბილისელებისთვის ძალიან
ბევრი რამ გაკეთდამერიამ
დააფინანსა ჯანდაცვის 3,842,017
შემთხვევა; 64,000-ზე მეტი
ოჯახი იღებს კომუნალურ
სუბსიდიას; 1,375 სოციალურად
დაუცველი 18 წლამდე შშმ პირი
იღებს 800-ლარიან დახმარებას;
10,000-მდე სოციალურად დაუცველ
ბავშვს და მოზარდს
უფინანსდება სწავლა
ახალგაზრდობის სახლებსა
და ეროვნულ სასახლეში,
ხელოვნებისა და სპორტულ
სკოლებში და საცურაო
აუზებზე; 73 ათასზე მეტი პირი
დაფინანსდა სოციალურად
დაუცველ პენსიონერთა
500-ლარიანი მედიკამენტების
პროგრამით; 347-ჯერ გაიცა 100
წლის და მეტი ასაკის
ხანდაზმულებზე ერთჯერადი
დახმარება 1,000 ლარის, ხოლო 2025
წლიდან - 10,000 ლარის
ოდენობით;კულტურის,
განათლების, სპორტისა და
ახალგაზრდებზე ზრუნვის
მიმართულებით,
განხორციელდა 5 ათასზე მეტი
პროექტი და ინიციატივა;
სწავლა დაუფინანსდა 19,000-ზე
მეტ სოციალურად დაუცველ,
4,000-მდე მრავალშვილიანი
ოჯახის წევრ და შშმ
სტუდენტს; 5,000-მდე
წარმატებული მაგისტრანტი
გახდა თბილისის მერიის
სტიპენდიატი; პროფესიული
განათლების ხელშეწყობის
ფარგლებში, 11,000-ზე მეტი
თბილისელი გადამზადდა,
საიდანაც 75% დასაქმდა; 2021
წელს თბილისმა მოიპოვა
წიგნის მსოფლიო
დედაქალაქის, 2025 წელს კი -
სპორტის ქალაქის სტატუსი;
აშენდა და რეაბილიტირდა
500-ზე მეტი სპორტული
მოედანი; აშენდა 5 სპორტული
კომპლექსი; ამოქმედდა
პროგრამა „სპორტი უფროსი
თაობისთვის“;
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4
მუზეუმს, 8 სახელოვნებო
სკოლას და 5 ბიბლიოთეკას,“ -
აღნიშნა კობახიძემ
სიტყვით გამოსვლისას.