სკოლამდელი განათლების
მიმართულება ძალიან
პრიორიტეტული და
მნიშვნელოვანია ჩვენთვის
და ის, მთლიანობაში,
მილიარდ ნახევარი ლარით
დაფინანსდა, - განაცხადა
თბილისის მერის მოადგილემ,
ანდრია ბასილაიამ დღეს
დედაქალაქის მერიის
სოციალური და ჯანდაცვის
პოლიტიკის
პრეზენტაციაზე.მისივე
თქმით, თბილისის საბავშვო
ბაგა-ბაღების მართვის
სააგენტო ოპერირებას
უწევს 190 საჯარო საბავშვო
ბაგა-ბაღს, სადაც
რეგისტრირებულია 60 000
აღსაზრდელი.„ჩვენთვის
ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო,
რომ ბაღებში თანამედროვე
სტანდარტისთვის
მიგვეღწია, ამიტომ
აქტიურად დავიწყეთ ახალი
ბაღების მშენებლობა,
რომელიც თვისობრივად
განსხვავდება ძველისგან
და ყველა იმ საჭირო
ინვენტარს მოიცავს, რაც
თანამედროვე ბაღს
სჭირდება. ამ წლებში
თბილისში აშენდა და
გაიხსნა 26 საბავშვო ბაღის
ახალი შენობა; სრული
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის
სამუშაოები ჩაუტარდა 14
ბაღის შენობას; 8 ბაღში
ჩატარდა სრულყოფილი
სარემონტო სამუშაოები;
დაიწყო და მიმდინარეობს 6
საბავშვო ბაღის ახალი
შენობის მშენებლობა და 2
ბაღის ავარიული შენობების
სრული
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის
სამუშაოები“, - განაცხადა
ანდრია ბასილაიამ და
აღნიშნა, რომ ამ
მიმართულებით აქტიური
ნაბიჯების გადადგმა
გაგრძელდება იქამდე, ვიდრე
დედაქალაქში არსებული
ყველა საბავშვო ბაღი
თანამედროვე სტანდარტს არ
დააკმაყოფილებს.მისივე
თქმით, გარდა
ინფრასტრუქტურული
მიმართულებისა, სააგენტო
მუშაობს სერვისის
ხარისხის
ამაღლებაზეც.„ბაღებში
უკვე დავნერგეთ სურსათის
უვნებლობისა და კვების
უსაფრთხოების მაღალი
საერთაშორისო სტანდარტი
HACCP; დაინერგა
ვიდეოსამეთვალყურეო და
ხანძარსაწინააღმდეგო
თანამედროვე სისტემები;
ყველა ახალ ბაღში ლიფტებია
შშმ პირთათვის; დაინერგა
ავეჯის განთავსებისა და
რესურსული მასალების
ხარისხის კონტროლის
სტანდარტი“, - განაცხადა
მერის მოადგილემ.გარდა
ამისა, ანდრია ბასილაიას
თქმით, თბილისის საჯარო
ბაგა-ბაღების მართვის
სააგენტო ახორციელებს
რამდენიმე მნიშვნელოვან
პროექტს, რომელთა შორისაა
საზაფხულო ბაღები, რომლის
რაოდენობა გაიზარდა 40-იდან
55-მდე და პროექტით სულ 20 000
აღსაზრდელი სარგებლობს.
ამასთან, მისივე
განცხადებით,
რუსეთ-უკრაინის ომის გამო
უკრაინიდან ლტოლვილმა 1
000-ზე მეტმა ბავშვმა 3
სპეციალიზებულ ბაღში
მიიღო სკოლამდელი
განათლებისა და
ფსიქო-სოციალური
რეაბილიტაციის სერვისი.