თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

Primetime.ge 7 საათი წინ 13
თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.„ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდებაკრწანისის რაიონის გამგეობა ზემო ფონიჭალაში კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სარებილიტაციო სამუშაოებს იწყებს.პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, განათების სისტემა და გამწვანებული თარგები. აგრეთვე, განახლდება ავტობუსის მოსაცდელები, მანიშნებელი დაფები და საგზაო ნიშნები.სამუშაოების მიმდინარეობისას, რომელიც 28 აპრილიდან დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამ პერიოდში კერძო ავტომობილები კაპანაძეებისა და ღოღობერიძის ქუჩებზე გადაადგილდებიან.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N343 და N344 იმოძრავებენ N29 კორპუსამდე, მიკროავტობუსი N409 კი გადაადგილდება მარნეულის ქუჩამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით მოემსახურება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია