თბილისის ზღვის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდა – თბილისის მერია

News.ge 8 საათი წინ 8
თბილისის ზღვის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდა – თბილისის მერია

თბილისის ზღვის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდა – თბილისის მერია
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა.
დამრღვევი სუბიექტების არაერთი გაფრთხილებისა და გაცემული მითითების შეუსრულებლობის, ასევე, მშენებლობის შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის შემდეგ, მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიღო შესაბამისი დადგენილება და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ მიმდინარე კაპიტალური მშენებლობების დემონტაჟი მოახდინა.
„თბილისის ზღვის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში აღვკვეთეთ მორიგ ჯერზე სახელმწიფო და თვითმმართველის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების მიტაცების მცდელობა და მათზე მიმდინარე უკანონო მშენებლობები. სამსახურმა ოპერატიულად იმოქმედა და დროულად მოხდა უკანონო განაშენიანების პროცესის შეჩერება და რეკრეაციული ზონის შენარჩუნება. მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს უკანონო მშენებლობების გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით.
მსურს, მოვუწოდო მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, რადგან სამსახური ყოველთვის კანონის შესაბამისად იმოქმედებს. აქვე აღსანიშნავია, რომ უკანონო მშენებლობების მწარმოებელი პირები, რომლებიც ცდილობდნენ სახელმწიფო მიწების მიტაცებას, საკუთრებაში ფლობენ არაერთ ბინას და მიწის ნაკვეთს“, – განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა და მხარდაჭერისთვის სამართალდამცავ უწყებებს მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

სრულად წაიკითხეთ სტატია