2024 წლის 14 ოქტომბრიდან Georgian
Wings-ი კომპანია ulutour travel-თან და
კომპანია Ali Osman Ulusoy-სთან
პარტნიორობით იწყებს
ჩარტერულ რეგულარულ
ფრენებს
თბილისი-ტრაბზონი-თბილისის
მიმართულებით. Georgian Wings-ი
ფრენებს თბილისის შოთა
რუსთაველის სახელობის
საერთაშორისო
აეროპორტიდან ტრაბზონის
საერთაშორისო აეროპორტის
მიმართულებით კვირაში
2-ჯერ, ყოველ ორშაბათს და
ხუთშაბათს
შეასრულებს.ფრენები
შესრულდება რეგულარულად
2024-2025 წლის ზამთრის
სანავიგაციო სეზონის
განმავლობაში. აღნიშნულ
ავიარეისებზე, მგზავრებს,
Georgian Wings-ი 148 მგზავრზე
გათვლილი ბოინგ 737-ის ტიპის
საჰაერო ხომალდით
მოემსახურება.„მნიშვნელოვანი
სიახლე გვაქვს
ავიაკომპანიაში; 14
ოქტომბრიდან Georgian Wings-ი
იწყებს პარტნიორი
კომპანიების ulutour travel-ის და Ali
Osman Ulusoy მიერ დაკვეთილი
რეგულარული ჩარტერული
რეისების განხორციელებას,
კვირაში ორი სიხშირით
თბილისი-ტრაბზონი-თბილისის
მიმართულებით. ეს ახალი
მარშრუტი მრავალ
შესაძლებლობას სთავაზობს
მოგზაურებს, აძლიერებს
ხელმისაწვდომობას და
კომფორტს ორივე რეგიონში
მოგზაურობის
მსურველთათვის. ქართველი
მოგზაურებისთვის
პირდაპირი კავშირი
ტრაბზონთან
ჩრდილო-აღმოსავლეთ
თურქეთში ხსნის უამრავ
შესაძლებლობას, როგორც
ტურისტული მიზნებით
ამარტივებს მოგზაურობის
დაგეგმვას ტრაბზონში და
ტრაბზონიდან სხვა
მიმართულებით, ასევე
საქმიანი ვიზიტებისთვის
არის ძალიან ხელსაყრელი და
მარტივი ფრენის დროის
გათვალისწინებით. თურქ
მოგზაურებს აღნიშნული
ფრენებით საშუალება
ეძლევათ ეწვიონ თბილისს,
რომელიც ცნობილია თავისი
ენერგიული ატმოსფეროთი,
მდიდარი მემკვიდრეობითა
და თბილი
სტუმართმოყვარეობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება
რეგულარულ ჩარტერულ
ავიამიმოსვლასთან
დაკავშირებით აძლიერებს
ტურიზმს და ხელს შეუწყობს
როგორც საქართველოს, ასევე
თურქეთის ეკონომიკურ
ზრდას. აღსანიშნავია ის
ფაქტი, რომ როგორც წესი
რეგულარული ჩარტერული
ფრენების ავიაბილეთების
რეალიზაციას ახდენს არა
ავიაკომპანია, არამედ
რეისის დამკვეთი კომპანია.
ამ შემთხვევაში
პარტნიორების ინიციატივით
აღნიშნული ავიარეისის
ბილეთების შეძენა
მოგზაურებს შეეძლებათ
ავიაკომპანიის ოფიციალური
ვებ გვერდის მეშვეობითაც.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს
ფრენები მნიშვნელოვნად
გაზრდის ტურისტულ
ნაკადებს ორ ქვეყანას
შორის და გააძლიერებს
ურთიერთობებს“, - განაცხადა
Georgian Wings-ის პრეზიდენტმმა,
შალვა კიკნაძემ.პირველი
საინაუგურაციო ფრენის
აღსანიშნავად 14 ოქტომბერს
06:00 საათზე როგორც თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში,
ასევე ტრაბზონის
საერთაშორისო აეროპორტში
დაგეგმილია საინაუგურაციო
ფრენის ღონისძიებები.
საქართველოში აღნიშნულ
ღონისძიებას ესწრება,
როგორც ქართული მხარის
წარმომადგენლები ასევე,
პარტნიორი კომპანიების ulutour
travel-ის და Ali Osman Ulusoy-ის
დამფუძნებლები და თურქული
მხარის მიერ მოწვეული 50-მდე
დელეგატი, ხოლო ტრაბზონში
ტრაბზონის მერი და
გუბერნატორი იღებენ
საინაუგურაციო ფრენის
ღონისძიებაში
მონაწილეობას სხვა
პარტნიორი კომპანიების
წარმომადგენლებთან
ერთად.აჰსენ აიდინი, Ali Osman
Ulusoy-ს ბორდის (სამეთვალყურეო
საბჭოს) ვიცე პრეზიდენტის
და გულშაჰ ჰელვა, Ali Osman Ulusoy-ს
ბორდის (სამეთვალყურეო
საბჭოს) ვიცე პრეზიდენტის
განცხადებით: „ეს
თანამშრომლობა მოიტანს
ბევრ ეკონომიკურ და
სოციალურ ბენეფიტებს
ორივე ქალაქისთვის და
ქვეყნისთვის. ასევე,
ჩვენთვის დიდი პატივია და
მოხარულები ვართ, რომ ეს
ოპერირება განხორციელდება
Ulutour Tourism Agency-ს საშუალებით,
რომელიც არის Ali Osman Ulusoy
კომპანიების ჯგუფის
წევრი“.ავიაბილეთების
შეძენა შესაძლებელია,
როგორც პარტნიორი
კომპანიების ulutours travel-ის და Ali
Osman Ulusoy-ის, ასევე
ავიაკომპანიის ოფიციალური
ვებ გვერდის Georgianwings.com-ის
მეშვეობით.