ამერიკულმა გლობალურმა
ტურისტულმა კომპანიამ,
Expedia-მ 2025 წელს ყველაზე
მოთხოვნადი
მიმართულებების ჯავშნების
სტატისტიკა გამოაქვეყნა,
რომლის მიხედვითაც
საქართველოს დედაქალაქი
მესამე
ადგილზეა.აღნიშნული
სტატისტიკური მონაცემები
2024 დეკემბრიდან 2025 წლის
მარტის პერიოდს მოიცავს და
წინა წლის დროის ანალოგიურ
მონაკვეთთან არის
შედარებული. Expedia-ს
მონაცემებით, ამ პერიოდში
თბილისში წინასწარმა
ჯავშნებმა 145%
მოიმატა.“საქართველოს
დედაქალაქში მოგზაურები
ეფლობიან კულტურაში, ღამის
ცხოვრებასა და გართობაში“,
- აღნიშნულია სტატიაში,
რომელიც Expedia-ს სტატისტიკურ
მონაცემებს ეხება.მეორე
ადგილზე ჯავშნების
პოპულარობით შვეიცარიული
ბაზელი და ციურიხი
გავიდნენ. ბაზელმა
185-პროცენტიანი ზრდა აჩვენა,
ხოლო ციურიხმა -
225-პროცენტიანი.ყველაზე
მოთხოვნად მიმართულებებად
ჯავშნების მიხედვით Expedia-მ
შვედური ქალაქი გეტებორგი
დაასახელა. ამ ქალაქში
ჯავშნები 135% გაიზარდა.