
ჟურნალისტი თამო კეშელავა:
გინახავთ რა დღეშია ცხინვალი და სოხუმი? – დედა უტირეს რუსებმა, გადაშენების პირას არიან აფხაზები, დანგრეულია, ნარკობაზებადაა ქცეული, კრიმინალების თავშესაფარია, თავისი არაფერი აქვთ დარჩენილი, შვილიც კი არაა მათი, მოკიდებენ ხელს, გადენიან ომში…
განა 7 აგვისტოს?
დღე არ ყოფილა რომ არ გვეომებოდეს რუსი, თუ სოხუმსა და ცხინვალში, თუ თბილისსა და ბათუმში, თუ რაჭაში და თუ სამეგრელოში…
არ ყოფილა ჯერ მშვიდობიანი დღე, რადგან ყოველ დღე გვესვრის ან იარაღს, ან დეზინფორმაციას, ან პროპაგანდას და ან კობახიძეს.
და ისე მინდა მდინარაძე ჩავიყვანო და 1 თვე მაინც ვაცხოვრო იქ, დაე, ნახოს, რად იქცევა თბილისიც, თუ საბოლოოდ ჩამოგვაშორებენ ევროკავშირს, დაე, ნახოს, სად გაიზრდებიან მისი შვილები და რა მოუვა მის ფულს, ნახატებს, საათებს.
ნინო წილოსანიც კი…
თეა წულუკიანი არა, ცოდოა, ისედაც არაა ეგ კარგად. ციხისთვის ერთი ნერვი მაინც ჰქონდეს შერჩენილი.
არა, ვერ გაიქცევა მდინარაძე, სად უნდა გაიქცეს, ყაზახეთში?
ომი ჩვენს დავიწყეთო…
ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო?
რატომ? ზუსტად იგივეა.
თუ სამშობლო სხვა რამეა?