თამო კეშელავა: კახიშვილმა გუშინ ისე იტირა… ანგარიშს რომ დაუყადაღებენ მინისტრმა უნდა იშიმშილოსო, წამალს ვერ იყიდის და ეს კონვენციის დარღვევააო

News.ge 4 საათი წინ 3
თამო კეშელავა: კახიშვილმა გუშინ ისე იტირა… ანგარიშს რომ დაუყადაღებენ მინისტრმა უნდა იშიმშილოსო, წამალს ვერ იყიდის და ეს კონვენციის დარღვევააო
“კახიშვილმა გუშინ ისე იტირა მინისტრების დაყადაღებულ ბარათებზე, ერთი წამოკნავლებითაც არ გახსენებია ადამიანები, რომლებსაც 10 ლარიანი ჯარიმის გამო უყადაღებენ ანგარიშებს.
ანგარიშს რომ დაუყადაღებენ მინისტრმა უნდა იშიმშილოსო, წამალს ვერ იყიდის და ეს კონვენციის დარღვევააო.
ათასობით გაჭირვებულ მოქალაქეს რომ უყადაღებთ ანგარიშს, ეგა კარგია, ხომ?
ავტობუსში რომ ლარი ვერ გადაიხადა პირმა, აჯარიმებ, ვერ გადაიხადა და ანგარიშს უყადაღებ, ეგა სამართლიანია, ხომ?
5 000 ლარიანი ჯარიმები რუსთაველზე დგომისთვის სამართლიანია?
კი, თქვენი სანქციები სამართლიანია, ესაა ზეწოლა, რომ უკანონო, უსამართლო სივრციდან გაიძულონ დაგაბრუნონ სამართლებრივ სივრცეში.
და კი, მათ აქვთ უფლება, თავიანთ ქვეყანაში, თავიანთ სისტემაში, არ უნდოდეთ თქვენნაირი დამნაშავეები, ჩვენ რა დავაშავეთ, ხალხმა, თორემ…
სტრასბურგში ვიჩივლებთო, ბრიყვი ეგა, ზუსტად, იმ ადამიანების უფლებების შელახვის გამო დაყადაღდნენ, ზუსტად იმიტომ დასანქცირდნენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს და თან ამ დანაშაულის დაკანონება სურთ და დამოუკიდებელ სასამართლოს ვერ იპოვიან, ვინც მაგას მოხსნის.
ასეთი სისულელე ზრდასრული ადამიანისგან პირველად მოვისმინე, ილაპარაკო ბანკებზე ისე, რომ არც იცოდე, ლონდონის ბირჟა რომ არსებობს…
ფულს რაც შეეხება, ძაან მარტივად ავხსნი, ხელფასი ერთი ამბავია. ბევრად დიდი ამბავია ის, რომ ბიუჯეტს აჭმევდა ჩინოვნიკებს ბიძინა და ხალხს თუ რამე ჰქონდა, რამე პროგრამა ჯანდაცვის, გზა დაგებული ხანდახან, ყველაფერი კეთდებოდა პარტნიორების ფულით. ლანჩხუთის ერთ სოფელში მოცვის გასაშენებლად ამერიკას გამოართვეს ფული, ხალხო.
ხოდა, ახლა ხელფასი არა, ინვესტიციები არა და პარტნიორების ფული – არა. დარჩა ეს ერთი ბიუჯეტი და ტენდერები, ბიძინას მოუწევს არჩევანი გააკეთოს, მინისტრებს აჭამოს ისევ ეს ბიუჯეტი, თუ ოცნების ამომრჩეველს გადაგდოს რაღაც, ორი ძირი მოცვი, 100 მეტრი გზა, ერთი ავზი წყალი, ერთი თავი წამალი…
ხოდა, ვის აირჩევს, თქვენი აზრით?
ხალხი და მინისტრები კი არა, კახიშვილსა და ხარებას შორის, რომელს აირჩევს? კახიშვილსა და მურუსიძეს შორის რომელს აირჩევს და რომელს აჭმევს? კარგად იცის კახიშვილმა ვისაც აირჩევს.
არა, ორივეს ვეღარ აჭმევს. ამ ამბის მთელი მორალი ზუსტად ეგაა, რომ პარტნიორების ფულის გარეშე, ორივეს ვეღარ აჭმევს, ერთი უეჭველად უნდა აშიმშილოს.
ხო, ახლა ამბავი ასე დგას, რამდენი დღე იშიმშილებს ბიძინას ფულის დასაცავად ან უცნობი, ან კახიშვილი?
რღვევა გარდაუვალია,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.
სრულად წაიკითხეთ სტატია