პარტია „ხალხის ძალის“
წევრი თამთა მეგრელიშვილი
სოციალურ ქსელში პოსტს
აქვეყნებს და გიორგი
გახარიას ტყუილში
ამხელს.ექსპერტი გიორგი
გახარიას მიერ
საგამოძიებო კომისიაზე
სოზარ სუბარის მიმართ
გაჟღერებულ ბრალდებას
ეხმიანება, სადაც შინაგან
საქმეთა ყოფილი მინისტრი
სოზარ სუბარს 2008 წელს,
სააკაშვილის მიერ
გაყალბებული არჩევნების
აღიარებას აბრალებს.თამთა
მეგრელიშვილი წერს, რომ
მაშინდელი სახალხო
დამცველი სოზარ სუბარი იყო
ადამიანი, ვინც ცესკოს
მაშინდელი თავმჯდომარის
ლევან თარხნიშვილის და
არჩევნების გაყალბებაში
ჩართული სხვა
თანამშრომლების
პასუხისმგებლობის საკითხი
დააყენა.„გიორგი გახარია
მისი გადადგომიდან დღემდე
წაგებულ თამაშშია და
პოლიტიკური ბოღმით
ესაუბრება ყველას, ვინც
მისსავით „ლუზერი“ არ
არის.მისი დაპირისპირება
ბატონ სოზარ სუბართან იყო
არაეთიკური და მისი
ბრალდება თითქოს - 2008 წელს
სოზარი იყო პირველი, ვინც
აღიარა მიშას გაყალბებული
არჩევნები არის ტყუილი და
კომისიაზე მისული გიორგი
გახარიას, მეტსახელად „არ
მახსოვს“, ხელოვნურ
გაპიარებას ემსახურება. ის
ამ დაპირისპირების ვიდეო
ჩანაწერით თავს იწონებს და
საკუთარ გვერდზე აპიარებს.
ამ ფონზე მიწევს ვამხილო
გიორგი გახარია!ბატონო
გიორგი, ბატონი სოზარ
სუბარი იყო სახალხო
დამცველი, რომელმაც
ცენტრალური საარჩევნო
კომისიის (ცესკო)
თავმჯდომარის ლევან
თარხნიშვილის
პასუხისმგებლობის საკითხი
დააყენა საარჩევნო
ადმინისტრაციის ყველა იმ
მოხელესთან ერთად, ვინც 2008
წლის 5 იანვრის
საპრეზიდენტო არჩევნებზე
დარღვევები ჩაიდინა და
დაფარა. კერძოდ, სოზარ
სუბარმა 4 აპრილს გამართულ
პრესკონფერენციაზე 12
საარჩევნო უბნის
ვიდეო-თვალის ჩანაწერების
კვლევის შედეგი
წარმოადგინა, რომლის
მიხედვითაც, 5 475 ხმა
საპრეზიდენტო არჩევნებზე
იყო გაყალბებული.სახალხო
დამცველის აპარატს ცესკომ
მხოლოდ 12 საარჩევნო უბნის
ვიდეო-მონაცემები მიაწოდა,
თუმცა მონაცემების
შესადარებლად საჭირო
ამომრჩეველთა სამაგიდო
სიების გადაცემაზე უარი
უთხრა. სიების მოპოვება
სახალხო დამცველმა ვერც
სასამართლოს გზით შეძლო.
სახალხო დამცველის
განცხადებით, მისმა
აპარატმა ცესკოსგან
”გაურკვეველი მიზეზით”
ვერ მიიღო ასევე სხვა
უბნების
ვიდეო-ჩანაწერები.შესწავლილი
მწირი მასალების ფონზე,
მაინც მოხერხდა და
დაფიქსირდა სხვადასხვა
სახის დარღვევები, მათ
შორის, ამომრჩეველთა
რაოდენობის ხელოვნურად
გაზრდისა და საუბნო
კომისიის წევრების მიერ
ზედმეტი ბიულეტენების
ჩაყრის ფაქტები.„ჩვენს
მიერ შესწავლილი მასალა
სრულად აშკარას ხდის, რომ
დაუშვებელია,
საპარლამენტო არჩევნები
ჩაატაროს იმავე
თავმჯდომარემ, რომელმაც
ასეთი მასშტაბური
გაყალბებები დაუშვა“, -
განაცხადა სოზარ
სუბარმა.სოზარ სუბარი იყო
ადამიანი, რომელმაც
პირველმა ისაუბრა 2008 წლის 5
იანვრის საპრეზიდენტო
არჩევნებზე არსებულ
დარღვევებზე და
„ნაციონალურ მოძრაობას“
გიორგი გახარიასავით თავი
არ დაუკრა და მათთან
გარიგებაში არ შევიდა.ასე
რომ, გიორგი გახარიას
სიტყვები - „2008 წელს სოზარი
იყო პირველი, ვინც აღიარა
მიშას გაყალბებული
არჩევნები“, არის ტყუილი და
მისი ეს სიტყვები მხოლოდ
მისივე თავის მხილებაა,
როგორ კომფორტულად
გრძნობს თავს მათთან უკვე
ღია პოლიტიკურ კოალიციაში.
გიორგი გახარია საკუთარ
თვალში დირეს ვერ ხედავს და
სხვის თვალში ეძებს ბეწვს“,
- წერს თამთა მეგრელიშვილი
სოციალურ ქსელში.