“მიხეილ სააკაშვილის მიერ
გაუქმებული სამშობლოს
ღალატის მუხლი მის მიერვე
ქვეყნის წინაშე ჩადენილი
ღალატის ქმედებების
სამხილებლად ბრუნდება!”-
წერს “ხალხის ძალის” წევრი
თამთა მეგრელიშვილი
“ქართული ოცნების”
აღმასრულებელი მდივნის,
მამუკა მდინარაძის
განცხადების შესახებ, რომ
“სისხლის სამართლის
კოდექსში აღდგება
სამშობლოს ღალატის
მუხლი”.მისივე თქმით,
საზოგადოებისა და
ამომრჩევლის დაკვეთა
სამართლიანობის აღდგენაზე
აღსრულდება. მოვიდა დრო
პასუხი გაეცეს
ლეგიტიმურად დასმულ
კითხვებს.“სამშობლოს
წინაშე სამართლიანობის
აღდგენა მოითხოვს სისხლის
სამართლის კოდექსში
აღდგეს სამშობლოს ღალატის
მუხლი და ეს მუხლი
აღდგება!სამშობლოს
მოღალატის ცნება
სამართლებრივი ნორმის
სახით ბრუნდება და ქვეყნის
წინაშე ჩადენილი
ღალატისათვის მოღალატეზე
შესაბამისი
პასუხისმგებლობა
დადგება.მიხეილ
სააკაშვილის მიერ
გაუქმებული სამშობლოს
ღალატის მუხლი მის მიერვე
ქვეყნის წინაშე ჩადენილი
ღალატის ქმედებების
სამხილებლად ბრუნდება!2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისია ამხელს რეჟიმს და
ღალატის მუხლი
სამართლებრივ ვერდიქტს
გამოუტანს
მათ.საზოგადოებისა და
ამომრჩევლის დაკვეთა
სამართლიანობის აღდგენაზე
აღსრულდება.მოვიდა დრო
პასუხი გაეცეს
ლეგიტიმურად დასმულ
კითხვებს”, - წერს თამთა
მეგრელიშვილი სოციალურ
ქსელში.