თამბაქოს კონტროლის
ალიანსის ინფორმაციით, 2024
წლის განმავლობაში ჰაერში
წვრილი ნაწილაკების
კონცენტრაციის
შესასწავლად მასშტაბური
კვლევა ჩატარდა და
თამბაქოს კვამლის
არსებობის დასადგენად
გამოყენებული იქნა
თანამედროვე, TemTop M2000 ჰაერის
ხარისხის მულტიფუნქციური
დეტექტორი.მათივე ცნობით,
კვლევა შემთხვევითი
შერჩევის პრინციპით, 118
დაწესებულებაში
ჩატარდა.თამბაქოს
კონტროლის ალიანსის
განმარტებით, ყველა
კვლევის მაჩვენებელი,
ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის
სტანდარტების მიხედვით,
„კარგ“ ან „დასაშვებ“
კატეგორიებში ხვდება,
თუმცა საჯარო და
სამედიცინო
დაწესებულებებში
აუცილებელია ამ კუთხით
სერიოზული ზომების
გატარება.„საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში
თამბაქოს კონტროლის
კანონის აღსრულების
ყოველთვიური მონიტორინგი
ჰაერის ხარისხის
შემოწმებასაც
ითვალისწინებს.
ჩატარებული კვლევების
წლიური შედეგების
თანახმად, 2024 წლის
განმავლობაში ჰაერში
წვრილი ნაწილაკების
კონცენტრაციის
შესასწავლად მასშტაბური
კვლევა ჩატარდა. თამბაქოს
კვამლის არსებობის
დასადგენად, 2.5 მიკრონის
ზომის და უფრო წვრილი
ნაწილაკების გამოსავლენად
გამოიყენეს თანამედროვე,
TemTop M2000 ჰაერის ხარისხის
მულტიფუნქციური
დეტექტორი.კვლევა ჩატარდა
შემთხვევითი შერჩევის
პრინციპით, 118
დაწესებულებაში, რომლებიც
მოიცავდა: 21
საგანმანათლებლო
დაწესებულებას, 15 საჯარო
დაწესებულებას, 28
სამედიცინო
დაწესებულებას, 54
სამასპინძლო
დაწესებულებას.სხვადასხვა
ტიპის დაწესებულებებს
შორის გამოვლინდა
მნიშვნელოვანი სხვაობა:
საგანმანათლებლო
დაწესებულებებს საუკეთესო
შედეგები აქვს,
მაჩვენებლით 7.38 მკგ/მ3, რაც
ჯანმო-ს სტანდარტების
მიხედვით „კარგ“
კატეგორიაში ხვდება.
სამასპინძლო
დაწესებულებებში
დაფიქსირდა 10.77 მკგ/მ3, რაც
ასევე „კარგ“ კატეგორიას
მიეკუთვნება.სამედიცინო
დაწესებულებებში საშუალო
მაჩვენებელი 15.52 მკგ/მ3-ია,
ხოლო საჯარო
დაწესებულებებში – 18.72
მკგ/მ3. ორივე მაჩვენებელი
ჯანმო-ს სტანდარტებით
„დასაშვებ“ კატეგორიაში
ხვდება, თუმცა მიუთითებს
გაუმჯობესების
აუცილებლობაზე.აღსანიშნავია,
რომ ფონური მაჩვენებლები
(შენობის გარეთ) ხშირად
აღემატებოდა შენობის
შიგნით დაფიქსირებულ
მაჩვენებლებს და
მერყეობდა 35-50 მკგ/მ3-ის
ფარგლებში. ეს მიუთითებს
გარე ჰაერის დაბინძურების
მნიშვნელოვან
პრობლემაზე.მიუხედავად
იმისა, რომ ყველა კვლევის
მაჩვენებელი, ჯანმო-ს
სტანდარტების მიხედვით,
„კარგ“ ან „დასაშვებ“
კატეგორიებში ხვდება,
საჯარო და სამედიცინო
დაწესებულებებში
აუცილებელია ამ კუთხით
სერიოზული ზომების
გატარება. აქვე აღვნიშნავთ,
რომ გარე ჰაერის ხარისხის
გაუმჯობესების საკითხიც
უაღრესად აქტუალურია,
რადგან დაბინძურების
მაღალი ფონური
მაჩვენებლები მიუთითებს
ფართომასშტაბიან
გარემოსდაცვით
პრობლემებზე.2024 წლის
მონიტორინგის ფარგლებში
ჩატარებული კვლევა 2017
წლიდან დაწყებული ჰაერის
ხარისხის მონიტორინგის
პროგრამის
გაგრძელებაა.2017-2024 წლების
მონაცემების ანალიზი
მნიშვნელოვან პროგრესს
აჩვენებს:სამასპინძლო
დაწესებულებები: 2017 წელს
დაფიქსირებული მაღალი
მაჩვენებლიდან (140 მკგ/მ3)
მკვეთრი გაუმჯობესების
შედეგად 2024 წლისთვის
მაჩვენებელი 10.77 მკგ/მ3-მდე
შემცირდა.საჯარო
დაწესებულებები: 2017 წლის 52
მკგ/მ3-დან თანდათანობით
შემცირდა, თუმცა 2022-2023 წლებში
შეინიშნებოდა მცირე ზრდა.
2024 წლისთვის მაჩვენებელი 18.72
მკგ/მ3-ს
შეადგენს.სამედიცინო
დაწესებულებები: 2017 წლის 20
მკგ/მ3-დან 2024 წლისთვის 15.52
მკგ/მ3-მდე შემცირებით
აჩვენებს, რომ ბევრი
არაფერი
შეცვლილა.შექმნილი
სურათიდან გამომდინარე,
მიგვაჩნია, რომ
აუცილებელია, გაძლიერდეს
მონიტორინგი საჯარო და
სამედიცინო
დაწესებულებებში, სადაც
ბოლო წლებში შეინიშნება
მაჩვენებლების მცირედით
ზრდა.აუცილებელია,
გაგრძელდეს საინფორმაციო
შეხვედრები
ორგანიზაციებში, მათ შორის
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
მოზარდებსა და
სტუდენტებთან
შეხვედრები.შემუშავდეს
კომპლექსური გეგმა
ქალაქის ფონური ჰაერის
ხარისხის
გასაუმჯობესებლად, რაც
უმნიშვნელოვანესია
მოსახლეობის არაგადამდები
დაავადებების
რისკფაქტორების
შესამცირებლად“, –
ნათქვამია თამბაქოს
კონტროლის ალიანსის
განცხადებაში.თამბაქოს
კონტროლის ალიანსში
განმარტავენ, რომ 2017 წლიდან
მოყოლებული მიღწეულია
მნიშვნელოვანი პროგრესი,
თუმცა კვლავ არსებობს
გამოწვევები და საჭიროებს
გრძელვადიან და მდგრად
გადაწყვეტილებებს.