
“ახალს ვერაფერს ვიტყვი სააკაშვილის “გასამართლება-მისჯის” არა მარტო სრულიად უკანონო, არამედ სრულიად აბსურდულ პროცესზე. სააკაშვილისადმი წარდგენილი ბრალდებები იმდენად სასაცილოა (პიჯაკები, უცხოელი სახელმწიფოს წარმომადგენელთა გამასპინძლება) რომ დაუჯერებელია, რომ ასეთი რამ სერიოზულად შეიძლება ხდებოდეს.
სრული უსამართლობაა, როცა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილშიც კარგ ტონად ითვლება მიშას საკითხის მიჩუმათება და დეაქტუალიზაცია.
თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს და ყველა პოლიტპატიმარს!” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე.