აშშ-ში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიანმა ელჩმა,
თამარ ტალიაშვილმა აშშ-ში
საქართველოს საპატიო
კონსულებთან და
ამერიკულ-ქართული ბიზნეს
საბჭოს პრეზიდენტთან,
მამუკა წერეთელან
შეხვედრა
გამართა.საქართველოს
საგარეო უწყების ცნობით,
შეხვედრის ფარგლებში,
ელჩმა ისაუბრა
საქართველოში
განხორციელებულ მასშტაბურ
რეფორმებსა და
ინფრასტრუქტურულ
პროექტებზე, რომელთა
მიზანია ქვეყნის, როგორც
მრავალფუნქციური
სავაჭრო-ეკონომიკური
ჰაბის პოზიციის
გაძლიერება. მან შეხვედრის
მონაწილეებს მიაწოდა
ინფორმაცია ისაერთაშორისო
ინდექსებში საქართველოს
მოწინავე პოზიციების
შესახებ.„თამარ
ტალიაშვილმა ხაზი გაუსვა
იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო
ეკონომიკური კავშირების
გაღრმავების ხელშეწყობა
საქართველოს საგარეო
პოლიტიკის ერთ-ერთი
პრიორიტეტია. საუბარი
ასევე შეეხო 2025 წლის 21-23
ოქტომბერს დაგეგმილ
თბილისის აბრეშუმის გზის
ფორუმსა და მიმდინარე წლის
სექტემბერში, აშშ-ის ბიზნეს
დელეგაციის ვიზიტს
საქართველოში.
ღონისძიებაში
მონაწილეობა მიიღეს
აშშ-ში საქართველოს
გენერალურმა კონსულებმა,
მაია ბართაიამ და ლევან
ყულიჯანაშვილმა“,-
ნათქვამია საგარეო
საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციაში.მათივე
ცნობით, შეხვედრას
ესწრებოდნენ აშშ-ში
საქართველოს საპატიო
კონსულები – ზაზა ფაჩულია
(კალიფორნია), ბერი ედვარდ
გრირი (ფლორიდა), დეივიდ
შიმპი (სამხრეთ კაროლინა),
ჯანეტ მური (ტეხასი), ჯარედ
უილიამ გათრი
(მასაჩუსეტსი), ჯონ ევერტ
ჰოლი (ჯორჯია) და ისააკ
აპელბაუმი (კალიფორნია).