აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი
ავიაკომპანია INDIGO
საქართველოში ახალ
მიმართულებას ამატებს. 2
აგვისტოდან, აზიის ერთ-ერთი
უმსხვილესი ავიაკომპანია
INDIGO თბილისის მიმართულებით
კვირაში სამჯერ პირდაპირ
რეგულარულ რეისებს
მუმბაიდან
შეასრულებს.საქართველოს
აეროპორტების
გაერთიანების
სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარის, თამარ
იოსელიანის განცხადებით,
მუმბაის მიმართულებით
პირდაპირი რეისების
დანიშვნა ორ ქვეყანას
შორის ტურისტულ, ბიზნესს და
კულტურულ ურთიერთობებს
ცალსახად გააძლიერებს.,,2
აგვისტოდან, ინდოეთის
უმსხვილესი
დაბალბიუჯეტიანი
ავიაკომპანია IndiGo იწყებს
პირდაპირ რეგულარულ
ფრენებს მუმბაიდან
თბილისის მიმართულებით,
კვირაში 3 სიხშირით. დელის
შემდეგ, ეს მეორე პირდაპირი
საჰაერო კავშირია
ინდოეთთან. მუმბაი
ინდოეთის უმსხვილესი
ეკონომიკური და კულტურული
ცენტრია, ხოლო ამ
მიმართულების ამოქმედება
ცალსახად გააძლიერებს
ტურისტულ, ბიზნეს და
კულტურულ ურთიერთობებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება
ნათლად ასახავს
საქართველოს მიმართ
ინდოეთის მზარდ
ეკონომიკურ და ტურისტულ
ინტერესს. შედეგად,
საქართველო-ინდოეთს შორის
კვირაში უკვე 10 პირდაპირი
ფრენა
განხორციელდება,-‘’განაცხადა
თამარ იოსელიანმა.2025 წლის
იანვარი-ივნისის
მონაცემებით ინდოეთიდან
საქართველოში პირდაპირი
სააჰერო გზით 56,241 მგზავრი
ჩამოვიდა. 2024 წლის იგივე
პერიოდთან შედარებით
მგზავრთნაკადის 123% მატება
დაფიქსირდა.