
პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
პლანეტის დაპყრობა მოვახერხე, მაგრამ კარგი მეუღლე არ ვარო, ინტერვიუში მითხრა ერთხელ ლულა კურტანიძემ. მახსოვს, ღმერთს, წმინდანებს იშველიებდა და მთელი ცათა დასი მოწმედ მოჰყავდა, რომ ხათუნა ყველაზე მეტად უყვარდა და ცოლის დაბრუნება მისი მთავარი მიზანი იყო.
გავიდა დრო და გვესმოდა, რომ სხვადასხვა დროს ძალადობაში მხილებულ კურტანიძეს პოლიცია მუდმივად ეხმარებოდა და ხელშეუხებელი მოძალადე სულ უფრო მეტი სიხშირით ესხმოდა თავს საოცრად კარგ ადამიანს – ხათუნა მიქაცაძეს.
თავგასული კრიმინალი მეტი და მეტი მონდომებით ცდილობდა ულამაზესი ქალის დაჩაგვრას და მასთან ერთად სცემდა, ლანძღავდა და კლავდა ქალს ხათუნაში. სახელმწიფოც ძალადობდა, რომელიც კურტანიძის მსგავს არარაობას ქალის საცემრად უშვებდა და ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდა… ფაქტობრივად, ჯგუფურად სცემდნენ ქალს სახელმწიფო და ღმერთს ამოფარებული ფარისეველი კურტანიძე…
სოლიდარობა ხათუნას და კანონის სრული სიმკაცრით ციხე კურტანიძეს და მის თანამზრახველ პოლიციას.