თამარ ბუჩუკური: ტელევიზიად წოდებულმა “იმედმა” გიაგურზე მილიციის თავდასხმის კადრები დამალა

News.ge 5 საათი წინ 3
თამარ ბუჩუკური: ტელევიზიად წოდებულმა “იმედმა” გიაგურზე მილიციის თავდასხმის კადრები დამალა
პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
“ხევსური ვარ და ტყუილს არ ვიტყვი” – ეს ერთადერთი თავის გასამართლებელი ფრაზა ჰქონდა ანატოლი გიგაურს როცა რეჟიმმა დააპატიმრა. ტელევიზიად წოდებულმა “იმედმა” გიაგურზე მილიციის თავდასხმის კადრები დამალა და მხოლოდ გიგაურის მხრიდან მოგერიების დროს მილიციელის მისამართით ხელის კვირის კადრები გაავრცელა. 10 წამიანი კადრებით 7 წლით უშვებს ციხეში ანატოლი გიგაურს როგორც რეჟიმი, ისე რეჟიმის “პადსტავკა” პროპაგანდისტული არხი.
ამ ხევსური კაცის სიმართლეს ებღაუჭებოდა ადვოკატი, მაგრამ “იმედი” რა თქმა უნდა, მალავდა გიგაურის კადრებს და ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ხელის კვრის კადრი აღბეჭდა ამ კანტორის ოპერატორმა.
მერე ადვოკატის შუამდგომლობით “იმედის” იმედად პროკურორმა გამოითხოვა სრული ჩანაწერი და რა თქმა უნდა, ნათლად ჩანს, რომ პოლიციელი ურტყამს გიგაურს. გიგაური თავს იცავს მოძალადე, ქუჩის შპანად ქცეული მილიციონერისგან. მხოლოდ იგერიებს, მხოლოდ თავს იცავს და ეს “იმედმა” განგებ დამალა. თუმცა ვითარცა მონამ პროკურატურის ბრძანება შეასრულა და სრული ვიდეო მიაწოდა. პროკურატურა “იმედს” ენდო, “იმედი” პროკურორს და ერთამენთს გაუჩალიჩეს.
არ მჯერა, რომ 21-ე საუკუნეში ვსაუბრობთ საბჭოთა მილიციაზე, ე.წ. პადსტავკებზე და ჩამყაყებულ პროპაგანდისტულ არხზე, სადაც მზად არიან გიგაურის ნაირი ქართველები საკნებში ჩაყარონ და ამაში აღებული ხელფასით ჰოლივუდის ღიმილისთვის კბილები უკიდეგანოდ გაითეთრონ, ფერადი პიჯაკები იყიდონ და ახალი დღე “ზრდასტვუიწეთი” დაიწყონ, მაგრამ ვერაფერს უშვებიან სიმართლეს და “კრასნაია მასკვას” აყროლებულ სუნს, რომელიც ყველა “იმედელს” უდის.
როცა ხელისუფლება შეიცვლება და თუ შეცვლი ხელისუფლება გაბედავს და ამ სისხლის სამართლის დამნაშავეებს უფროსიდან დამლაგებლის ჩათვლით კანონის სრული სიმკაცრით არ დასჯის, ზუსტად ვიცი, ბევრი ჩემნაირი რუსთაველზე ისევ იდგება იმ მომავალი მთავრობის წინააღმდეგ. ეროვნული შერიგებაო თუ იტყვიან… ეროვნული შერიგება შეცდომაში შეყვანილ ბრიყვებთან კიდევ შეიძლება, მაგრამ “იმედის” ეზოში ვინც კი მდგარა, არავინ დასანდობი არაა. გიგაურის ცოდვა უნდა ეწეოდეთ მთელი ცხოვრების თან, ყველგან, სადაც არ უნდა მიდიოდნენ…
სრულად წაიკითხეთ სტატია