თამაზ მოლაშვილი: ორი პატიმრობა რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედ რომ უნდა მიეცათ, თვითონ სულხანმა გაახსენა, ხვალიდან თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, დამიმთავრდა ის სამი თვეო - შუაღამისას პროკურორი და მოსამართლე მიიყვანეს და სადაც ეძინა, იმ საკნის წინ დადგნენ და გამოუცხადეს განაჩენი

Primetime.ge 5 საათი წინ 9
თამაზ მოლაშვილი: ორი პატიმრობა რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედ რომ უნდა მიეცათ, თვითონ სულხანმა გაახსენა, ხვალიდან თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, დამიმთავრდა ის სამი თვეო - შუაღამისას პროკურორი და მოსამართლე მიიყვანეს და სადაც ეძინა, იმ საკნის წინ დადგნენ და გამოუცხადეს განაჩენი
[სულხან მოლაშვილი] პატრიარქთან მივიდა, კურთხევა აიღო და პირდაპირ მივიდა რესპუბლიკის პროკურორთან, ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც დაემალა, არ გამოჩნდა და უთხრეს,ჩვენთან რა გინდა, გრიგალაშვილი [პროკურორი] გეძებს შენო. მივიდა იქ თუ არა, იმის შემდეგ, სულხანი ვეღარ ვნახეთ, - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება. მისი განცხადებით, სულხან მოლაშვილს სამ-თვიანი პატიმრობა სამჯერ შეუფარდეს, თუმცა, ბოლოს დაავიწყდათ რომ პატიმრობის ვადა ეწურებოდა და თავად მოლაშვილის შეხსენების შემდეგ, ღამის 2 საათზე, საკნის წინ, როდესაც მას ეძინა, პროკურორის და მოსამართლის მონაწილეობით შეუფარდეს მესამე პატიმრობა. "იმის შემდეგ, წელიწადი და ერთი თვე ისე გავიდა, სამჯერ მისცეს 3-3 თვით პატიმრობა. ორი პატიმრობა რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედ რომ უნდა მიეცათ, თვითონ სულხანმა გაახსენა, რომ ხვალიდან თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, დამიმთავრდა ის სამი თვეო [პატიმრობის ვადა]. სულხანს ექიმისთვის უთქვამს, დასაძინებელი წამალი მომეცი, კარგად რომ დამეძინოსო, შუაღამისას, 2 საათზე მივიდნენ - სულხანს ეძინა, პროკურორი მიიყვანეს, მოსამართლე მიიყვანეს და მესამედ კიდევ [შეუფარდეს პატიმრობა]. ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, ტანჯავდნენ. რომ ეძინა საკანში, დადგნენ იმის წინ და გამოუცხადეს ეს განაჩენი." - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია