2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
მიწვეულია საქართველოს
კონტროლის პალატის ყოფილი
თავმჯდომარის, სულხან
მოლაშვილის მამა თამაზ
მოლაშვილი, რომელიც თავისი
ვაჟის წამების,
არაადამიანური მოპყრობისა
და სიცოცხლის უფლების
დარღვევის ფაქტებთან
დაკავშირებით საუბრობს. „11
თვის განმავლობაში C
ჰეპატიტი რომ ჰქონდა, რას
უშხაპუნებდნენ, რას
უკეთებდნენ. აქ მედიცინის
ხალხიც ძალიან ბევრი
დამნაშავეა. ერთმა ექიმმა
უთხრა, რომ სხვათა შორის,
გაზეთშიც ეწერა, სულხანს C
ჰეპატიტი აქვს და „გაჩერდი,
ეგ არ თქვა, თორემ ზევით
ეწყინებათო“. ეს ზევით ის
იყო- სააკაშვილი. სულხანს
ჰყავდა მეგობრები,
რომლებიც მოდიოდნენ და
ეუბნებოდნენ, სურათს რომ
გიღებდნენ მიშა
სააკაშვილი გაბღენძილი
სიამოვნებით უყურებდა
ამას, როდესაც
გაწამებდნენო. საშინელ
წამებაში ჰყავდათ. 11 თვე რომ
არ უმკურნალეს, ძალიან
დააავადეს სულხანი იქ.
უხაროდათ ეს თუ რატომ
აკეთებდნენ არ ვიცი. რომელი
ერთი გითხრათ, ისეთ
რაღაცებს აკეთებდნენ, მეტი
რომ არ
შეიძლება“.-განაცხადა
თამაზ მოლაშვილმა.