თაკო ჩარკვიანი: სპექტაკლი ნანახი ხომ უნდა გქონდეს (მინიმუმ ნანახი), რომ აღშფოთდე და გადაირიო და გულშეღონებული თმებს იგლეჯდე?!

News.ge 14 საათი წინ 3
თაკო ჩარკვიანი: სპექტაკლი ნანახი ხომ უნდა გქონდეს (მინიმუმ ნანახი), რომ აღშფოთდე და გადაირიო და გულშეღონებული თმებს იგლეჯდე?!
“სპექტაკლი ნანახი ხომ უნდა გქონდეს (მინიმუმ ნანახი), რომ აღშფოთდე და გადაირიო და გულშეღონებული თმებს იგლეჯდე?!
ვაახ, დავუშვათ რომ ფრიად ნატურალისტურად დგამს სპექტაკლს რომელიმე რეჟისორი, მაგალითად დიდზე დიდ კეისარზე (ერთი წუთით დავუშვათ) და ნატურალისტურ სცენაში გადაწყვიტა მისი ისტორიულად უკვე ცნობილი ბისექსუალობა -ორიენტაცია ფრიად ნატურალისტურად გადმოსცეს, (დიდ რეჟისორებთან გვინახავს ამ ტიპის კადრები) უნდა “დახვრიტოთ ” ეს რეჟისორი?? მართლა მაინტერესებს.
ის მაინც თუ იციან “თმაგაშლილმა” ფსევდო “მორწმუნე” კრიტიკოსებმა დადებითი თუ უარყოფითი გმირი საუბრობს, ან საერთოდ რა ტიპის დიალოგია და ვინ საუბრობს სპექტაკლში??? კაცო ნანახი არ გაქვთ და რატომ იხოკავთ სახეს “შეურაცხყოფილნი და “წინასწარ გაუპატიურებულები”!
შეიძლება რა თქმა უნდა ისაუბრო ნიჭიერად არის თუ არა დადგმული სპექტაკლი ან საერთოდ არ გესიამოვნოს, ესა თუ ის სპექტაკლი, ან არ მიიღო საერთოდაც, მაგრამ არ გქონდეს ნანახი დადგმა და გაჰკიოდე “გაგვაუპატიურეს და შეურაცხყოფა მოგვაყენესო” ამოგლეჯილი ამონარიდით გაჰყვიროდე მართლა არ მესმის!
მე, ან მავანს რა მომწონს და რა არა სრულიად ეს სხვა თემაა ამაზე არ ვსაუბრობ ახლა.
ხომ შეიძლება მუხლებზე ფუნდამენტალისტურად დამხობილებმა მართლა რეაულურად თავგახეთქილი და ხელებ და ფეხებ დაგლეჯილი ბავშვები, ადამიანები რომ გკიდიათ ფეხებზე და სრულიად ვითომ “ეროვნული ფსევდო “ტრაგიზმით” არ ისაუბროთ სპექტაკლზე რომელიც არ გინახავთ! არ გინახავთ არა!
სისულელეშია და იდიოტიზმშია უკვე ქვეყანა “პაივცემულო ამხანაგებო ” ………
წინასაწარ “ნუ გაიუპატიურებთ თავს” .
განიხილეთ ღირებული არის თუ არა? ნიჭიერად არის შექმნი თუ არა, ან საერთოდ აქამდეც ხომ არ გინახავთ და არ ნახოთ ნება თქვენია!
მაგრამ არ გინახავთ და უკვე “გაუპატიურებული” რანაირად ხართ ასე ერთად რამდენიმე ?!
ვახ🧐🤓🙏.” – წერს სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ტელეკომპანია “იმედმა” დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან „ლიბერტე“ სოციალურ ქსელში გავრცელებული აუდიონაწყვეტი გააშუქა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.
სრულად წაიკითხეთ სტატია