2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, სადაც
ევგენი აფრასიძისა და მისი
ოჯახის წევრების
სიცოცხლის უფლების
შელახვის საქმე
განიხილება, შმაგი
აფრასიძის შვილმა, ლედი
აფრასიძემ ისაუბრა.ლედი
აფრასიძის თქმით, გოჩა
აფრასიძეს დაკავების დროს
არანაირი დაზიანება არ
ჰქონდა და უკვე დაკავების
შემდგომ მიაყენეს მას
დანით სასიკვდილო
ჭრილობები, შემდეგ კი
ოპერაცია დაგვიანებით,
გამაყუჩებლის გარეშე
გაუკეთეს.„გოჩა და ომეხი
სახლიდან ერთად
გამოიყვანეს. მასაც
ხელბორკილები ედო. ისიც
თავისი ფეხით გამოვიდა იმ
სახლიდან, ისე, რომ
არავითარი დაზიანება მას
მიყენებული არ ჰქონდა და
უკვე ამის შემდეგ, მას
დანით მიაყენეს
სასიკვდილო ჭრილობები,
გადააფარეს პლედი,
ჩათვალეს, რომ ისიც უკვე
მკვდარი იყო და მათი მიზანი
ამ მიმართულებითაც
განხორციელებული იყო და
გარკვეული დროის მერე,
აღმოჩნდა, რომ ხელს
ამოძრავებდა გოჩა და ამის
შემდეგ პულსი შეუმოწმეს,
აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო
და უკვე ამის შემდეგ,
გადაიყვანეს ვერტმფრენით
ქუთაისში, სადაც მას
ჩაუტარეს ოპერაცია. თუმცა
ეს ოპერაციაც ჩაუტარეს
გარკვეული დროის შემდეგ და
ჩაუტარეს ისე, რომ
არავითარი გამაყუჩებელი,
ნარკოზიც კი არ გაუკეთეს
მას და უკვე დაკავების
პირველივე წამიდან დაიწყო
გოჩას მიმართ წამება“, -
განაცხადა ლედი აფრასიძემ.