დაჭრილ-დაშავებული
მებრძოლების დღისადმი
მიძღვნილი სპორტული
კვირეული აქტიურად
მიმდინარეობს.
ინფორმაციას თავდაცვის
სამინისტრო
ავრცელებს.დაჭრილ-დაშავებულმა
სამხედრო
მოსამსახურეებმა,
კვირეულის ფარგლებში
პარასპორტის სხვადასხვა
სახეობაში იასპარეზეს.
სპორტული შეჯიბრებები
გაიმართა: ვაზიანში -
მკლავჭიდსა და მაგიდის
ჩოგბურთში, ხოლო, ეროვნული
თავდაცვის აკადემიაში -
ცურვასა და შაშხანით
სროლაში.მარიამ (მარო)
მაყაშვილის სახელობის
წეროვანის სამხედრო
მოსამსახურეების
სარეაბილიტაციო ცენტრში
პარაკალათბურთის შეჯიბრი
გაიმართა. სპორტულ
ღონისძიებას თავდაცვის
ძალების მეთაურის
მოადგილე, გენერალ-მაიორი
ზაზა ჩხაიძე, სოციალურ
საკითხთა და ფსიქოლოგიური
მხარდაჭერის
დეპარტამენტის უფროსი -
ირაკლი უჯმაჯურიძე,
თავდაცვის ძალების
მთავარი სერჟანტი, მთავარი
სერჟანტი - გიორგი გოგოჭური
და სხვა სამხედრო
მოსამსახურეები
დაესწრნენ.გამარჯვებული
გუნდების წევრებს
თავდაცვის ძალების
წარმომადგენლებმა ოქროს,
ვერცხლისა და ბრინჯაოს
მედლები გადასცეს.
უწყებრივი მედლით
დაჯილდოვდა
ვიცე-პოლკოვნიკი გრიგოლ
მინაგორაშვილი.საქართველოს
თავდაცვის სამინისტრო
დაჭრილ-დაშავებულ
მებრძოლთა დღეს - 30 ივნისს
აღნიშნავს. კვირეული,
დაჭრილ-დაშავებული
სამხედრო
მოსამსახურეებისადმი
მადლიერებისა და
სოლიდარობის გამოხატვას
ისახავს მიზნად.