პარტია „გახარია -
საქართველოსთვის“
თავმჯდომარე, გიორგი
გახარია უკვე სამი საათია
პროკურატურაში იმყოფება.
უწყებამ დაადასტურა, რომ
გიორგი გახარია
გამოკითხვაზეა.პოლიტიკოსი
პროკურატურაში ბათუმის
სასტუმრო „შერატონში“
მომხდარი ინციდენტის გამო
იმყოფება. 15 იანვარს
მომხდარს ფაქტზე შინაგან
საქმეთა სამინისტრომ
სისხლის სამართლის საქმე
აღძრა - გამოძიება
ძალადობის მუხლით
მიმდინარეობს.ამ თემაზე,
დღეს პარტია „გახარია -
საქართველოსთვის“ ოფისში
ბრიფინგიც გაიმართა.
პარტიის წევრმა, ბერდია
სიჭინავამ განაცხადა, რომ
„შერატონ ბათუმისგან“
ვიდეოკადრების გადაცემას 15
იანვრიდან ითხოვენ, თუმცა
უშედეგოდ.„ეს იყო
გამოძიებისა და სასტუმროს
კოორდინირებული
მოქმედება, რომ
სამართალდამცველ
ორგანოებს მოეგოთ დრო და
შესძლებოდათ ჩანაწერებთან
ერთად სრული სერვერული
ინფრასტრუქტურა ამოეღოთ,
რათა ეს კადრები ჩვენთვის
ხელმიუწვდომელი
გამხდარიყო.ორგანიზებულ
თავდასხმაში
მტკიცებულებების
დამალვასა და
განადგურებაში მონაწილე
ვერცერთი პირი ვერ შეძლებს
დამალვას და
პასუხისმგებლობისგან
გაქცევას, რომელთაც
პერსონალურად, სათითაოდ
ვპირდებით, რომ ეს იქნება
გარდაუვალი, მაგრამ
აბსოლუტურად სამართლიანი.
პარალელურ რეჟიმში, ჩვენი
რესურსებით ვატარებთ
გამოძიებას
მტკიცებულებების
მოპოვებისა და
დამნაშავეების
იდენტიფიცირების მიზნით,“ -
აცხადებს ბერდია სიჭინავა.