ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის, საკუთარი რესურსით არ შეუძლია, ქვეყანა ააოხროს და გარე დახმარებას ითხოვს - რატი იონათამიშვილი

Primetime.ge 3 დღის წინ 11
ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის, საკუთარი რესურსით არ შეუძლია, ქვეყანა ააოხროს და გარე დახმარებას ითხოვს - რატი იონათამიშვილი
სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის, საკუთარი რესურსით არ შეუძლია, რომ საქართველო ააოხროს და გარე დახმარებას ითხოვს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.იონათამიშვილის თქმით, ზურაბიშვილი მზადაა, „პრეზიდენტის სკამი შეინარჩუნოს და საქართველოს განადგურებას მოაწეროს ხელი“.„სალომე ზურაბიშვილი ევროპას, ევროპარლამენტს საყვედურობდა, სამმილიონ-ნახევრიანი ქვეყნის განადგურება როგორ არ შეუძლია ევროპასო. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ადამიანი ებრძოდა არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქართულ სახელმწიფოს. ფაქტობრივად, მან ამ სიტყვებით აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის. ამ ყველაფერმა კოლექტიური ყარჩიხა-ხანები გამახსენა, რომლებიც საქართველოში მოდიოდნენ, რათა ქვეყანა აეოხრებინათ და ამისთვის გარე ძალები მოჰყავდათ. საკუთარი რესურსით არ შეუძლია, საქართველო ააოხროს და გარე დახმარებას ითხოვს განადგურებისთვის. თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს, რომ ვინმეს თუ ჰგონია, სალომე ზურაბიშვილს საქართველოზე გული შესტკივა, ასე არ არის. ის მზადაა, პრეზიდენტის სკამი შეინარჩუნოს და საქართველოს აოხრებას, განადგურებას მოაწეროს ხელი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია