ჩვენ შევიკრიბეთ დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოსთვის ამ ტრაგიკულ დღეს, რადგან დღევანდელი დღე სოხუმის დაცემის დღეა. ის, რომ დღეს შევიკრიბეთ პარიზში, ევროპის დედაქალაქში და თან შეგვკრიბა ევროპის მინისტრმა, (მე კარგი დამთხვევების მჯერა). ეს ნიშნავს, რომ ის გრძელი გზა, რომელიც საქართველომ გაიარა მისი დამოუკიდებლობის დღიდან, რასაც მაშინვე ომი დაუპირისპირდა, რომლის წარმოჩენა სურდათ, რომ თითქოს ეს იყო კონფლიქტი საქართველოს და აფხაზეთს, სეპარატისტულ რეგიონს შორის, სინამდვილეში კი, ეს იყო რუსეთის მიერ წამოწყებული, თავსმოხვეული და მისთვის სასურველი ომი. ამ გაგებით ომი აფხაზეთში იყო – «ბუჩა» ბუჩამდე.
როდესაც მოვისმენთ ჩვენებებს, ვნახავთ, რომ იგივე მეთოდები, იგივე სიმკაცრე, იგივე სისასტიკე გამოიყენა რუსეთმა სოხუმში, აფხაზეთის ყველა სხვა ქალაქში, რაც ბუჩაში, მარიუპოლში, უკრაინაში, ამ ორ-წლინახევრის ომის განმავლობაში, რომელიც კიდევ გრძელდება უკრაინაში უკრაინელების წინააღმდეგ.