ზურაბიშვილი ეუთო/ოდირის დასკვნაზე: კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ახალ არჩევნებს ნიშნავს

News.ge 1 დღე წინ 10
ზურაბიშვილი ეუთო/ოდირის დასკვნაზე: კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ახალ არჩევნებს ნიშნავს

საქართველოს პრეზიდენტი, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით OSCE/ODIHR-ის კრიტიკულ ანგარიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ახალ არჩევნებს ნიშნავს.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ შემაშფოთებელ ფონზე მიმდინარეობდა.
ამასთან, დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველზე ზეწოლაზე. მათივე ცნობით, არჩევნები OSCE/ODIHR-ის მიერ გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულა.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობასა და შედეგების აღიარებას, ეუთოს განცხადებით, ეს მათი მანდატი არ არის.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არჩევნები ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედების, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შეშფოთებების ფონზე, რაც ზღუდავდა ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას.

სრულად წაიკითხეთ სტატია