ცნობილ ქართველ
მოქანდაკეს, ზურაბ
წერეთელს თბილისში,
დიდუბის პანთეონში
მეუღლის, ინესა
ანდრონიკაშვილის გვერდით
დაკრძალავენ, - განაცხადა
მოქანდაკის შვილიშვილმა
ვალის წერეთელმა.მისივე
თქმით, წერეთელთან
გამოსამშვიდობებელი
პანაშვიდი მოსკოვის
მაცხოვრის საკათედრო
ტაძარში ოთხშაბათს
ჩატარდება.ზურაბ წერეთელი
დღეს 91 წლის ასაკში
გარდაიცვალა.ზურაბ
წერეთელი დაიბადა 1934 წლის 4
იანვარს თბილისში. 1958 წელს
მან დაამთავრა თბილისის
სახელმწიფო სამხატვრო
აკადემიის ფერწერის
ფაკულტეტი. 1979 წელს ის
საქართველოს სახალხო
მხატვარი გახდა. 1980 წელს
წერეთელს საბჭოთა
კავშირის სახალხო
მხატვრის წოდება მიენიჭა.2002
წელს ის გახდა თბილისის
საპატიო მოქალაქე. ბოლო
პერიოდში წერეთელი
რუსეთში მოღვაწეობდა.