პარტია „ხალხის ძალის“
წევრი ზურაბ ქადაგიძე
სოციალურ ქსელში მიხეილ
სააკაშვილის ვიდეოს
ავრცელებს, სადაც ის
ამბობს, „ერთადერთი შანსი
საქართველოს გადარჩენის,
ის არის, რომ ის იყოს
პრობლემა დასავლეთისა და
რუსეთის ურთიერთობების. ამ
პრობლემის გარეშე არ
გვაქვს შანსი“.ექსპერტი
მიხეილ სააკაშვილის
ვიდეოსა და დღეს
ევროპარლამენტის მიერ
მიღებულ რეზოლუციას
სახელწოდებით „მედიის
თავისუფლება
საქართველოში,
განსაკუთრებით მზია
ამაღლობელის საქმე“ ერთ
სულისკვეთებად
მიიჩნევს.„ვიდეო
არქივიდან, რომელიც
უმარტივესად ასახავს
„ვარდების რევოლუციის“
მთავარ მიზანს -
„ნაცმოძრაობის“ საგარეო
პოლიტიკას, რომელიც
მკაფიოდ განუსაზღვრეს
პატრონებმა.დღევანდელი
რეზოლუციის სულისკვეთება,
რაც სამარცხვინო
ევროპარლამენტარებმა
მიიღეს, 100%-იან
თანხვედრაშია სააკაშვილის
ამ ვიდეოსთან.დიახ,
სამარცხვინო
ევროდეპუტატები პირდაპირ
ითხოვენ - დაუბრუნდით
თქვენს უწინდელ მიზანს,
შეასრულეთ მხოლოდ ორი როლი,
რომელიც ჩვენ
განგისაზღვრეთ მსოფლიო
პოლიტიკურ რუკაზე - ომის
დროს, უნდა იყოთ
"საზარბაზნე ხორცი", ხოლო
მშვიდობიანობისას,
„საჯილდაო ქვა“ რუსეთის
დასავლეთთან ვაჭრობის
პროცესში.ეს იყო
სააკაშვილის როლი და მისი
პატრონების მიზანი,
საქართველო ყოფილიყო არა
სუვერენული, ძლიერი
ქვეყანა, არამედ პრობლემა
დასავლეთ-რუსეთის
დაპირისპირებაში. ამ
მიზანს ემსახურებოდნენ და
ემსახურებიან რადიკალები,
„NGO-სექტორი“ და კოლექტიური
ნაცმოძრაობა“, - წერს ზურაბ
ქადაგიძე.