პარტია „ხალხის ძალის“
წევრი ზურაბ ქადაგიძე
ტრამპის მიერ მიხეილ
ყაველაშვილისთვის
გამოგზავნილი წერილის
ირგვლივ ოპოზიციის მიერ
აგორებულ კამპანიას
სოციალურ ქსელში
ეხმიანება. ექსპერტი წერს,
რომ ახლა ოპოზიციას ორი
არჩევანი აქვს ნარატივის
მხრივ - თითქოს ტრამპს
წერილი არ მოუწერია და
ყაველაშვილის
ადმინისტრაცია იგონებს ან
რომელიმე თანამშრომელმა
წერილი ტრამპის მაგივრად
გამოაგზავნა.„ხვალ
დილიდან, ორიდან ერთი
„ნარატივი" უნდა ამოარჩიონ
:1) ტრამპს წერილი არ
მოუწერია, პრეზიდენტის
ადმინისტრაცია იგონებს;2)
რომელიღაც „პიარშიკმა"
ითაღლითა და წერილი
ტრამპის მაგივრად
გამოაგზავნა...P.S.გეფიცებით,
ჩემი დადებული
ფოტო-ქარდები უფრო "ფეიკი"
მგონია, ვიდრე ის, რომ ესენი
ასეთი მასშტაბის
სიშლეგეში
გადაეშვებოდნენ..." - წერს
ზურაბ ქადაგიძე.