850000 ადამიანმა ხმა მისცაო,
ანუ - ცესკოს ოფიციალურ
შედეგებს აღიარებთ და
როგორღაა პარლამენტი
არალეგიტიმური?! მაგას
ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის
რადიკალური ოპოზიციის
ამომრჩეველი, - წერს
„ხალხის ძალის“ წევრი
ზურაბ ქადაგიძე "გახარია -
საქართველოსთვის" წევრის,
ზვიად ძიძიგურის
განცხადებაზე იმის
შესახებ, რომ 26 ოქტომბრის
არჩევნებში ხელისუფლების
წინააღმდეგ ხმა 850 ათასმა
ადამიანმა მისცა.
ქადაგიძის თქმით, 1 120 000 ხმა
ბევრად მეტია და როგორ
ბედავს ოპოზიცია, რომ
უმრავლესობის ნება
უგულებელყოს, შეურაცხყოფა
მიაყენოს და უცხო ქვეყნის
სპეცსამსახურების
საშუალებით, არჩევანი
წაართვას უმრავლესობას.
„850000 ადამიანმა ხმა მისცაო...
ანუ - ცესკოს ოფიციალურ
შედეგებს აღიარებთ და
როგორღაა პარლამენტი
არალეგიტიმური?! მაგას
ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის
რადიკალური ოპოზიციის
ამომრჩეველი, მაგაზე
ვთანხმდებით, თუმცა 1 120 000
ბევრად მეტია და როგორ
ბედავთ, რომ უმრავლესობის
ნებას უგულებელყოფთ,
შეურაცხყოფას აყენებთ და
უცხო ქვეყნის
სპეცსამსახურების
საშუალებით ცდილობთ,
არჩევანი წაართვათ
უმრავლესობას?! კიდევ ერთი -
თუ კი აღიარებთ, რა
სპექტაკლები დადგით, რატომ
გადააწვევინეთ თბილისი,
თქვენს ექსტრემისტ
ახალგაზრდებს და ზოგადად
რას ითხოვთ, თქვენ თვითონ
თუ იცით?!“- წერს ზურაბ
ქადაგიძე.