ზურაბ ქადაგიძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე: ახლა რაღას აპროტესტებს ეს საცოდაობა, რასაც რადიკალური ოპოზიცია ჰქვია? დაიწყება პარლამენტში ჩუმად შეპარვები და გინების სამართლიანად "შეწერა"

Primetime.ge 2 დღის წინ 11
ზურაბ ქადაგიძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე: ახლა რაღას აპროტესტებს ეს საცოდაობა, რასაც რადიკალური ოპოზიცია ჰქვია? დაიწყება პარლამენტში ჩუმად შეპარვები და გინების სამართლიანად "შეწერა"
ევროსაბჭოს მდივანი გაცილებული არ გვყავდა, რომ "ეუთომ" დასკვნა მოგვაყოლა - არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდაო! - წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ჩუმად პარლამენტში შეპარვას დაიწყებს, ვინაიდან, როცა უსამშობლო აგენტი ხარ, საკუთარ თავზე, ამომრჩეველსა და რეპუტაციაზე არ ხარ დამოკიდებული.“ევროსაბჭოს მდივანი გაცილებული არ გვყავდა, რომ "ეუთომ" დასკვნა მოგვაყოლა - არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდაო! მდაა, ახლა რაღას აპროტესტებს ეს საცოდაობა, რასაც რადიკალური ოპოზიცია ჰქვია? მოკლედ, ახლა დაიწყება ნაძალადევი "პუფიზაცია", ჩუმად პარლამენტში შეპარვები და გინების სამართლიანად "შეწერა". ასეა, როცა უსამშობლო აგენტი ხარ და საკუთარ თავზე, საკუთარ ამომრჩეველზე და საკუთარ რეპუტაციაზე არ ხარ დამოკიდებული.” - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია