
“სირიაში მიმდინარე მოვლენებზე იმდენი ტყუილი გავრცელდა, ვალდებულად ჩავთვალე თავი დამეწერა რეალურად რა ხდება:
1) სირიაში ახლა სუნიტი მუსლიმები კლავენ “ალავიტ” მუსლიმებს. “ალავიტები” არიან ისლამური. შიიტური სექტა, არანაირი ქრისტიანები თუ ბუდისტები არ არიან; ასადების ოჯახიც “ალავიტები” იყვნენ. შესაბამისად ასადების ოჯახი = ალავიტებს.
2) ეს ძალადობა, მასობრივი მკვლელობები და დახვრეტები სირიაში ხდება 2011 წლიდან. როდესაც ასადმა არ გაატარა რეფორმები და ძალაუფლების პატარა ნაწილიც კი არ დათმო (რამეს ხომ არ გაგონებთ?!).
უბრალოდ ადრე “ალავიტები” ხვრეტდნენ სირიელ სუნიტებს. სედნაიას ციხე (Sednaya Prison) “დაგუგლეთ” ბოლო-ბოლო – ნუ ხართ აყოლილი პროპაგანდას.
3) ამჯერად ძალადობის აფეთქება უკავშირდებოდა “ალავიტების” აჯანყებას, რომელიც ისევ რუსებმა წააქეზეს. ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე რუსები რაც ძალი და ღონე აქვთ ევაჭრებიან და “ეტენებიან” სირიის ახალ ხელისუფლებას. ზუსტად იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ წამს ხვრეტს და კლავს რუსების მიერ წაქეზებულ “ალავიტებს”.
4. არაფერ შუაშია მანდ ევროკავშირი. ევროკავშირს მანდ დიდად არავინ არაფერს ეკითხება. გამწარებული ბრბოები დადიან და ანადგურებენ “ალავიტებს” – მანდ ევროკავშირი სამწუხაროდ მხოლოდ მოწმის როლშია.
და ბოლოს.
5. “სირიაში ქრისტიან ბავშვებს ხვრეტენ” არის ტყუილი – თავად სირიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თქვა ამის შესახებ და ლალი მოროშკინაზე და “ბეპეელა”-ზე მეტი როგორმე იციან ალბათ.
უბრალოდ ყველაზე არაქრისტიანული ამ ამბავში ბავშვების დაყოფაა “ქრისტიან” და “არაქრისტიანებად”.
სირიაში ბავშვებს ხვრეტენ – უკვე საკმარისია, თუ იმის თქმა გინდა რომ საშინელება ხდება.
ადამიანებს ხვრეტენ; აუპატიურებენ – უკვე საკმარისია იმის სათქმელად, რომ საშინელება ხდება.
ბუდისტი ბავშვი იქნება, მუსლიმი თუ ქრისტიანი, ქრისტე გაარჩევს თქვენი აზრით?” – წერს სოციალურ ქსელში კლუბ ,,რა? სად? როდის?” მოთამაშე, სამოქალაქო აქტივისტი, ზურაბ ფარჯიანი.