
“თეორიულად, 18 წლის ასაკში შეიძლება ადამიანი მოკლა. გამოხვიდე 28 წლის ასაკში. ისევ მოკლა. შეხვიდე და 38 წლის ასაკში გამოხვიდე. მერე კიდევ მოკლა და ამჯერად სადღაც 50-60 წლის ასაკში გამოხვიდე და მოკლა.
ჩვენთან ეს არა მარტო თეორიულად, პრაქტიკულადაც შესაძლებელია.
არ ვიცი სხვანაირად როგორ აგიხსნათ, რისთვის ვიბრძვი, რას ვებრძვი და რას ნიშნავს რომ “აქლემი ყველას კართან” დაიჩოქებს.
ციხიდან ორგზის ამნისტირებულმა ტიპმა, რომელსაც უკვე ჰქონდა ერთი 18 წლის ბიჭის ცოდვა კისერზე აკიდებული, რომელიც ამნისტიით გამოუშვეს, მერე ადამიანის დაჭრაზე ისევ დაიჭირეს და ხელახალი ამნისტიით გამოვიდა, 19 წლის ბიჭი მოკლა გუშინწინ. მხარის შემთხვევით გაკვრის გამო.
ამაში “ქართული ოცნება” შეიძლება არც ყოფილიყო დამნაშავე, რომ არა “გაგებით მოკიდების” პოლიტიკა, რომ არა კრიმინალის არჩევნებში პირდაპირ ჩაბმა, რომ არა მკვლელებისთვის ძეგლების დადგმა და რომ არა ყაველაშვილის ამნისტია, რომელიც უბრალოდ 2024 წლის არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მოხდა. სწორედ ამ ამნისტიის ფარგლებში გამოვიდა ეს მკვლელიც. როგორც ჩანს.
ჰო-და, ხალხნო. ამის განჭვრეტას რამე დიდი ნიჭი არ უნდა. ქვეყანაში არის სისტემა, რომელიც პირდაპირ ახალისებს კანონის დარღვევას, და იმ თქვენი წვალებით გაზრდილ ბავშვს ან კლუბში ჩაარტყამს ვინმე დანას, ან ქუჩაში, ან გალეწილი მთვრალი “ააკაპოტებს”, ან ვინმე დაუსჯელობით გათამამებული გაიტანს 200 კმ. საათში სიჩქარით.
“დაუსჯელობის სინდრომი” ჰქვია ამ ყველაფერს და თქვენ ვერ განსაზღვრავთ თქვენს შვილს მოუვა ეს, ბიძაშვილს თუ მაზლიშვილს. არანაირი გარანტია არ გაქვთ – გარდა იმისა, რომ წესიერ ქვეყანაში იცხოვროთ.
თორემ სხვა შემთხვევაში “ქოცსაც” გაამწარებს ასეთი ქვეყანა და “მე პოლიტიკაში არ ვერევი” ადამიანებსაც.
იყავით მერეც ჩუმად. ნუ, ვისი შვილებიც გაასწრებენ ან უკვე გაასწრეს აქედან – იმათ არ გეხებათ.
განსაკუთრებით იმათ გეხებათ, ვინც აქ ზრდით შვილებს და ვინც თქვენი სიჩუმით უწყობთ ხელს.
ან სიჩუმეზე უარესით – ამათი ნაბოდვარის გაზიარებით, ამათ სისულელეების ქვეშ “წარმატებები” და “მე მიყვარს ჩემი პრემიერი” მიწერით.
ოღონდაც, ეს “თქვენი ყველაზე კარგი პრემიერიალ” და ხან ღარიბაშვილია, ხან ბახტაძე, ხან გახარია, ხან ისევ ღარიბაშვილი და ხანაც კობახიძე. რიჟვაძე არ მინდა გამომრჩეს.
მაკრონის, ზელენსკის და მერცის ტყუილ “ნარკომანობას” რომ დასდევთ და თბილისში თუ ბათუმში რეალური ნარკომანია და მკვლელობები საერთოდ არ გაწუხებთ.
არ იმჩნევთ. ისხლიტავთ. თითქოს ყველაფერი კარგადაა. გაწყდა ამასობაში ქვეყანა და მაინც ამტკიცებთ, რომ მშვიდობაა. ესაა მშვიდობა?!
აზრზე არ ვარ, მეტი რა ვთქვა, არც ის ვიცი, ამის დაწერასაც რა აზრი აქვს.
როდესაც “აქლემი” თქვენთან დაიჩოქებს, უბრალოდ გაიხსენეთ რას გეუბნებოდნენ მე თუ სხვები.
რადგან ამათ ხელში ეს აუცილებლად მოხდება. და ერთმანეთის პირისპირ დარჩებით თქვენ და “ყველაზე წარმატებული პრემიერი კობახიძე”, რომელიც გურიაში სტიქიიდან მე-7 რომელიღაც სხვა გვარით.
ან იქნებ ისევ ღარიბაშვილიც კი იყოს. ნამეტანიც არ აგინოთ მაგას. რა იცით რა ხდება” – წერს სოციალურ ქსელში „ბროლის ბუს“ მფლობელი თამაშში: „რა, სად როდის?“ ზურაბ ფარჯიანი.