ზურაბ გურული: …წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ემუქრება სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ქაოსი

News.ge 1 დღე წინ 6
ზურაბ გურული: …წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ემუქრება სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ქაოსი
“წარმოიდგინეთ უცხოელი პროფესიონალი, რომელსაც დავალებული აქვს მოამზადოს მოკლე დაიჯესტი საქართველოს პოლიტიკური სიტუაციის შესახებ.
ამ დაიჯესტს დაახლოებით ალბათ ასეთი სახე ექნება:
“ქართული ოცნება” – ყველაზე კონსოლიდირებული დაჯგუფება ქართულ პოლიტიკურ ველზე. მას აქვს სოლიდური პირამიდული მმართველი ვერტიკალი, ერთადერთი ლიდერით, რომლის ავტორიტეტსა და ძალაუფლებას დაჯგუფების ყოველი დონე უპირობოდ აღიარებს. ამ დაჯგუფების გამაერთიანებელი ფაქტორია შიში და უკანონო გზით მოპოვებული უზარმაზარი სიმდიდრე. დაჯგუფებას გააჩნია თავისი შეიარაღებული ძალები, რომლებიც შეუზღუდავად მოქმედებენ ფსევდო-სახელმწიფო სტრუქტურების ფსევდო-სამართლებრივი ქოლგის ქვეშ. ამიტომ, არ არსებობს არცერთი სხვა პოლიტიკური დაჯგუფება, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს “ოცნებას”. მხოლოდ საერთაშორისო დემოკრატიულ სტრუქტურებს შეუძლიათ მასზე ზემოქმედების მოხდენა პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლით.
ე.წ. “ქართული ოპოზიცია” – ჭრელი, არაერთგვაროვანი პოლიტიკური მასა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მმართველი ვერტიკალი; არ გააჩნია გამორჩეული ლიდერი და გეგმა.
ერთადერთი გამაერთიანებელი ფაქტორია ასევე შიში. ოღონდ, ეს არის არა “ოცნებასავით” სასჯელის შიში, არამედ სახელმწიფოებრიობის დაკარგვისა და სრული კრიმინალური ქაოსის შიში, რასაც სრულიად ობიექტური საფუძველი აქვს, თუ გავითვალისწინებთ “ოცნების” სრულ პოლიტიკურ უინტელექტობას და პრიმიტიულ კრიმინალურ მენტალიტეტს.
ოპოზიციის ძალები წარმოადგენენ მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფებს, რომლებსაც გააზრებული აქვთ ქვეყნის ეგზისტენციალური კრიზისი და მათი სიმამაცე მათ სასოწარკვეთაშია. ერთადერთი ქმედითი საყრდენი ოპოზიციისათვის არის საერთაშორისო დემოკრატიული სტრუქტურები. ქვეყნის შიდა რესურსი “ოცნების” დასამარცხებლად მათ არ გააჩნიათ ზემოთ ნახსენები ობიექტური მიზეზების გამო; ანუ, არ არის არც ლიდერი და არც მმართველი ვერტიკალი და არც დასაყრდენი ქმედითი ძალები, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიონ “ოცნების” მიერ კრიმინალიზებულ სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურებს.
პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი – ეს წარმოადგენს ოპოზიციის ამჟამინდელ მოთხოვნებს. მოთხოვნები თავისთავად ბუნდოვანი და უაზროა იურიდიული და პოლიტიკური თვალსაზრისით. ვინაიდან, თუ “ოცნებას” მიიჩნევენ უკანონო მთავრობად, როგორ შეიძლება უკანონო სტრუქტურას მოსთხოვო კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება და დაეყრდნო მის “კეთილ ნებას”. შესაბამისად, საერთაშორისო დემოკრატიული სტრუქტურების მხარდაჭერაც ფრიად ბუნდოვანია ამ იურიდიული ნონსენსის გამო.
გამოსავალი?
ალბათ საჭიროა გარკვეული იძულებითი, შეგნებული კონსენსუსი.
ოპოზიციამ ამჟამად უნდა მოითხოვოს პარიტეტული გარდამავალი მთავრობა “ოცნებასთან”. ამ მთავრობის უფლებამოსილების ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმუმ 2 წელი და უნდა ჰქონდეს ერთადერთი დავალება: – მოამზადოს ქვეყანა ახალი არჩევნებისათვის საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის დახმარებითა და ზედამხედველობით.
გარდამავალი მთავრობა გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებსაც.
გარდამავალი მთავრობის მოქმედების პერიოდში ევროკავშირიც და -ც აღადგენს სტრატეგიულ თანამშრომლობას საქართველოსთან, რაც აუცილებელია ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისათვის.
გარდამავალი მთავრობის მოქმედების პირობებში ქართულ საზოგადოებას ექნება საშუალება უფრო გააზრებულად გააკეთოს საკუთარი პოლიტიკური აჩევანი და არ დაეყრდნოს მხოლოდ სასოწარკვეთით გამოწვეულ გარდაუვალობას.
P.S. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ემუქრება სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ქაოსი,” – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .
სრულად წაიკითხეთ სტატია