
დავით დოიაშვილის თანამდებობიდან მოხსნაზე აზრის გაზიარება ვთხოვეთ მსახიობ ზურა ყიფშიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ავად არის.
ზურა ყიფშიძე:
– ვერანაირ პოზიციას ვერ გაგიზიარებთ, ვწევარ, ავად ვარ და აზრზე არ ვარ, რა ხდება…
– დავით დოიაშვილი გაათავისუფლეს თანამდებობიდან…
– ვერაფერს გეტყვით…
– არ გსურთ ამ საკითხზე საუბარი?
– ღმერთო ჩემო, რა იცით ასეთები, გითხარით რომ ვერაფერს გეტყვით…
– მესმის ბატონო ზურა…
– არაფერიც არ გესმით, ნახვამდის!