ზუკა რურუა: ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი და ხმა მივცეთ ქვეყნის განვითარებას და მშვიდობას - ,,ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს

Primetime.ge 2 თვის წინ 19
ზუკა რურუა: ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი და ხმა მივცეთ ქვეყნის განვითარებას და მშვიდობას - ,,ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს"  ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, თავხელიძის N1-ში მცხოვრებ მოსახლეებს, ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად შეხვდა.მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.„გავეცანი მათ, ვისაუბრე ჩემს შესახებ, გავუზიარე ის ღირებულებები რაც ჩემთვის ფასეულია. ჯანსაღი ცხოვრების წესი, გაუმჯობესებული სპორტული და ინფრასტრუქტურული პირობები უმთავრესია მომავალი თაობისთვის. ინტენსიურად ვაგრძელებთ საუბარს 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი და ხმა მივცეთ ქვეყნის განვითარებას და მშვიდობას!  მე ახლაც და მომავალშიც ხალხის გვერდში ვიდგები,“- განაცხადა ზუკა რურუამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია