„ქართული ოცნების“ ვაკის
რაიონის დელეგატი ზუკა
რურუა სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის
ხელმძღვანელად მამუკა
მდინარაძის კანდიდატურას
აფასებს. მას მიაჩნია, რომ
მდინარაძე, თავისი
გამოცდილებიდან
გამომდინარე, შეძლებს,
უწყების საქმიანობა კიდევ
უფრო ეფექტიანი
გახადოს.„მინდა ბატონ ანრი
ოხანაშვილს გადავუხადო
დიდი მადლობა ამ მოკლე
პერიოდში ასეთი
მნიშვნელოვანი და
საჭირბოროტო საკითხების
მოგვარებისთვის
სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურში. ბატონ მამუკა
მდინარაძეს ვუსურვებ
წარმატებას აღნიშნულ
პოზიციაზე. ის ძალიან
გამოცდილი, ლიდერული
თვისებებით აღსავსე
პოლიტიკოსია, ჩვენი გუნდის
ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც
სამართალდამცავ
ორგანოებში მუშაობის
ძალიან დიდი გამოცდილება
აქვს, ასევე საკანონმდებლო
კუთხით. დარწმუნებული ვარ,
ის ამ პოზიციაზე გაართმევს
თავს და ბევრად უფრო
ეფექტიანი გახდება ჩვენს
ქვეყანაში სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური“, -
აცხადებს რურუა.სუს-ის
ყოფილმა ხელმძღვანელმა
ანრი ოხანაშვილმა პოსტი
შაბათს დატოვა, რის
შემდეგაც პრემიერმა სუსის
ხელმძღვანელად მამუკა
მდინარაძის კანდიდატურა
წარადგინა.