სამეგრელო-ზემო სვანეთის
სახელმწიფო რწმუნებული
დავით ვერავა და ზუგდიდის
მერი მამუკა წოწერია,
მოადგილეებთან ერთად
რუხსა და ახალაბასთუმანში
მიმდინარე სოციალური
სახლების მშენებლობის
პროცესს ადგილზე
გაეცნენ.ნიკოლოზ
ნორაკიძის და დედიკა
კვარაცხელიას
მრავალშვილიანი ოჯახები
მალე ზუგდიდის მერიის მიერ
აშენებულ სახლებში
იცხოვრებენ. ამ დროისთვის
მერია 9 სახლს
აშენებს.სოციალური
სახლების მშენებლობა
ზუგდიდის მერიის
ექსკლუზიური პროექტია,
რომლის განხორციელება 2015
წელს მუნიციპალიტეტმა
დაიწყო. 2015 წლიდან დღემდე
კი ჯამში მძიმე სოციალურ
პირობებში მცხოვრებ 160
ოჯახს ახალი სახლი აუშენდა.