ქართულ საზოგადოებაში და
განსაკუთრებით „ტიკ-ტოკ“
პლატფორმაზე, ყველამ იცის
ქართველი ქალის, ქეთი
ეგიდუნაშვილის შესახებ. ის
ცნობილია, როგორც
სიმღერების მოყვარული
ადამიანი. მას
უკავშირდებიან და სთხოვენ
სიმღერას, შესრულებაში კი
ჰონორარსაც ურიცხავენ. მის
ვიდეოებს, მილიონობით
ნახვა აქვს.ქეთი
„პრაიმტაიმთან“
ექსკლუზიურ ინტერვიუში
ამბობს, რომ მისი
შემოსავლის წყარო სწორედ
ესაა და, ასევე, მას
საზოგადოება უდგას
გვერდში. ქეთის იმედი აქვს,
რომ მალე სანატრელ ბინასაც
მიიღებს, კეთილი
ადამიანების
დახმარებით.ის მიმართვას
ავრცელებს და ამბობს, რომ
ზოგ ადამიანს გიჟი
ჰგონია. „ზოგს ჰგონია, რომ
მე გიჟი ვარ... მე ყველაფერს
მიზნობრივად ვაკეთებ, რომ
შვილი დავიბრუნო“, - ამბობს
ქეთი ეგიდუნაშვილი. ნახეთ,
ექსკლუზიური ინტერვიუ
მასთან @thegeorgianvideos #foryou #ფორიუ ♬
ALIKHAN TAN SYRY - ALIKHAN