ამინდის გრძელვადიანი
პროგნოზების განყოფილების
უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე,
„პრაიმტაიმთან“ იანვრის
თვის პროგნოზზე
საუბრობს. „ამ დღეებში, 17-18-19
იანვარს, დასავლეთ
საქართველოს უმეტეს
რაიონში, მოსალოდნელია
წვიმა, თოვლი და ნალექი,
ზოგან შესაძლებელია,
ძლიერი. ასევე გაძლიერდება
დასავლეთის მიმართულების
ქარი. 20-ში, უმეტეს რაიონში
მოსალოდნელია ნალექი,
აღმოსავლეთ საქართველოს
ზოგიერთ რაიონში,
შენარჩუნდება ნალექიანი
ამინდი. 21, 22 და 23 იანვარს
გამოიდარებს და უნალექო
ამინდი იქნება დასავლეთ
საქართველოში, ხოლო
აღმოსავლეთში მცირე
ნალექი.24-25 იანვარს, მთასა და
მაღალ მთაში
მოთოვს. ზოგადად მთლიანად
იანვარში, შავი ზღვის
სანაპირო რაიონებისთვის
და კოლხეთის დაბლობისთვის,
6-7 გრადუსი არის საშუალო
ტემპერატურა, რაც ერთი
გრადუსით მაღალია, საშუალო
მრავალწლიურ
მნიშვნელობასთან და
მასთან ახლოს
არის. ცალკეულ დღეებში,
სანაპიროზე ტემპერატურა
დაიკლებს, 2 გრადუსამდე.
დასავლეთ საქართველოს
მთიან და მაღალმთიან
რაიონებს რაც შეეხება,
მთაში, 1, 3 გრადუსია საშუალო
ტემპერატურა, მაღალმთაში -1,
0. ცალკეულ დღეებში, მთაში
ღამით ტემპერატურა
დაიკლებს და -13 გრადუსი
დაფიქსირდება.კახეთში, +1 +3
გრადუსი დაფიქსირდება.
დედაქალაქში, -6 -7
გრადუსამდე დაიკლებს
ღამის ტემპერატურა. დღისით
ცალკეულ დღეებში
შესაძლებელია
ტემპერატურის მომატება 16
გრადუსამდე. სათხილამურო
კურორტებს რაც შეეხება - 18. 19 .
20 -ში დასავლეთ
საქართველოში მესტია,
გოდერძი - აქ ძლიერი თოვლია
მოსალოდნელი. ბაკურიანშიც
და გუდაურშიც, ამ დღეებში
მოსალოდნელია თოვლი. 31
იანვრის ჩათვლით,
საქართველოში უმეტესად
ნალექიანი ამინდებია
მოსალოდნელი, ზოგჯერ
გამოდარებით“,- ამბობს
„პრაიმტაიმთან“ ხათუნა
ქოქოსაძე.