,,შინაური და გარეული
იბრძვის, რომ გვარამია და
ხოშტარია, ლომჯარია და
ჯაფარიძე, მელია და
სააკაშვილის პარტია
გამეფდეს“, - წერს სვიმონ
ჯანგულაშვილი ფეისბუქის
საკუთარ
გვერდზე.საზოგადოება ,,
ქართულის“
თანადამფუძნებელი
პარალელს 1991 წელს, ზვიად
გამსახურდიას პერიოდთან
ავლებს :,,ქუჩაში ათასობით
ზვიადისტს ხვრეტდნენ
ხუნტისტები და
ამერიკელები და
ევროპელები მათ
უწოდებდნენ დემოკრატებს
და ზვიადს - ფაშისტსა და
დინების წინააღმდეგ
მიმართულს…ყველაზე
სისხლიანი ავტორიტარიზმი
ააშენა სააკაშვილმა და
გარეული „მოყვარე“
პოლიტიკოსები დღემდე
დემოკრატიის შუქურას
უწოდებენ.ამერიკის
სახელმწიფო მდივანი
ამბობს - 2004 წლიდან
საქართველოში მძლავრი
დემოკრატია იყო, ხოლო დღეს
არაო.სახელმწიფო მდივანი,
რომელიც 2 თვეში აღარავინ
აღარ იქნება. 0
იქნება.ევროპარლამენტი
გვეუბნება - სააკაშვილი
გამოუშვით,
პოლიტპატიმარია, ნუ
აწამებთო. რუსებს
სანქციები გამოუცხადეთო.
თავი
გაინადგურეთო.ქართველმა
ერმა უთხრა „არა“
სააკაშვილს. მისმა 20-მა
პროცენტმა ამომრჩეველმა
უთხრა „კი“...გახარია და
ხაზარაძე და მათი პარტიები
დღეს დგანან არჩევანის
ზღვარზე - ან აჰყვნენ
ნაცებს და წყალი აამღვრიონ,
ან შევიდნენ პარლამენტში
და იქიდან გაუწიონ
ოპონირება
ხელისუფლებას.ეს არის
გახარიას და ხაზარაძის
გამოცდა - ისინი ნამდვილად
მესამე ძალა არიან, თუ
ნაცები.საქართველო
გაივლის ამ განსაცდელს.
საქართველო გახდება
ევრო-კავშირის წევრი.
საქართველო გამთლიანდება
და გაბრწყინდება.ჩვენს ერს
და მის მიერ არჩეულ
ხელისუფლებას -
უმრავლესობასაც და
ოპოზიციასაც ყველაზე
მძიმე გამოცდა და
განსაცდელი აქვთ.პირველი,
რაც ამ განსაცდელის შემდეგ
უნდა გაკეთდეს - უნდა
აიკრძალოს მკვლელებისა და
სადისტების პარტია. სანამ
ნაცები პოლიტიკაში
იქნებიან, მუდამ ამ უმძიმეს
რყევებში ვიქნებით.მათ
სექტანტებს - მიშას და
გვარამიას ჰიტლერერებსა
და სტალინელებს კი, არაფერი
ეშველებათ.უნდა ვიცოდეთ,
რომ ეს 20 პროცენტი
ნაცისტები გვყავს და
მშვიდად და სიყვარულით
უნდა მივუდგეთ მათ
ფსიქიკურ და ეთიკურ
პრობლემებს - მათ
ინფანტილურ ისტერიკებსა
და მათ ბოროტებას.ჰიდრას
თავი უნდა წააცალოს ჩვენმა
ერმა. ცხრავე თავი. ეს
ჰერაკლესეული გმირობა
სჭირდება ქართველ
ერს.ღვთისმშობელმა
გვიშველოს და ბოროტი
სიკეთედ მოაქციოს“, -
ნათქვამია სვიმონ
ჯანგულაშვილის სტატუსში.